თელაველი ბექა მაზანიშვილი სამჭიდსა და წოლჭიმში მსოფლიო ჩემპიონია

პაუერლიფთინგში მსოფლიო ჩემპიონატი აშშ-ის ქალაქ ბორდენტაუნში გაიმართა. ბექა მაზანაშვილი შეჯიბრში მონაწილეობას საქართველოს ეროვნული ნაკრების გუნდთან ერთად იღებდა.

ქართველმა სპორტსმენმა წარმატებული ასპარეზობის შედეგად პირველი ადგილი მოიპოვა და მეოთხედ მსოფლიო ჩემპიონის ტიტულს დაეუფლა. ჩემპიონატის ორგანიზატორი მსოფლიოს ნატურალური პაუერლიფთინგის ფედერაცია იყო.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...