ტეხასში, ავტოპილოტის რეჟიმით მიმავალმა Tesla-ს მანქანამ ავარია განიცადა-დაიღუპა 2 ადამიანი

აშშ-ში, ტეხასის შტატში, “ტესლას” ელექტრომობილში მყოფი ორი ადამიანი ავარიაში მოყვა და დაიღუპა. მანქანა ავტოპილოტის რეჟიმში მიდიოდა და მაღალი სიჩქარე ჰქონდა განვითარებული. მან ვერ შეძლო მოსახვევში მოხვევა და ხეს შეეჯახა. ინფორმაციას ამის შესახებ The Wall Street Journal ავრცელებს.

აშშ-ის საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების ეროვნული სააგენტოს სტატისტიკის თანახმად, “ტესლას” ფირმის ავტომობილით სულ 23 ავარიაა ცნობილი, თუმცა ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც მძღოლი საჭესთან არ იმყოფებოდა და შემთხვევას 2 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა-მათგან ერთი მძღოლის გვერდითა სავარძელში, ხოლო მეორე უკანა სავარძელში იჯდა.

სააგენტოს დირექტორი, ჯეისონ ლევინი მიიჩნევს, რომ Tesla-ს ავტომობილებში, ავტოპილოტის რეჟიმი სათანადოდ ვერ უზრუნველყოფს შესაძლო შეჯახებებისაგან თავის არიდებას და უმჯობესია მანქანა მძღოლებმა თავად მართონ.

 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...