ტეხასის შტატში, ტროპიკულ ქარიშხალ “იმელდას” შედეგად დაღუპულთა რიცხვი ხუთამდე გაიზარდა. ინფორმაციას ABC News-ი ავრცელებს.
მანამდე, 4 დაღუპულის შესახებ გავრცელდა ინფორმაცია.
ქარიშხლის შედეგად დაღუპული ორი ადამიანის ცხედარი საკუთარ ავტომობილში იპოვნეს.
ერთი დღით ადრე, ტელეარხი ABC News-ი იუწყებოდა, რომ ქარიშხალ “იმელდას” პირველი მსხვერპლი მოჰყვა. გაურკვეველ ვითარებაში კიდევ ერთი ადამიანი დაიღუპა.
სტიქიასთან დაკავშირებით, ტეხასის შტატის გუბერნატორმა გრეგ ებოტმა საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.