ტეხასის შტატში ქარიშხალს 4 ადამიანი ემსხვერპლა

ამერიკის შტატ ტეხასში ტროპიკულ ქარიშხალ “იმელდას” შედეგად დაღუპულთა რიცხვი 4-მდე გაიზარდა. ამის შესახებ CBS News-ი იტყობინება.

ქარიშხლის შედეგად დაღუპული ორი ადამიანის ცხედარი საკუთარ ავტომობილში იპოვნეს.

ერთი დღით ადრე, ტელეარხი ABC News-ი იუწყებოდა, რომ ქარიშხალ “იმელდას” პირველი მსხვერპლი მოჰყვა. გაურკვეველ ვითარებაში კიდევ ერთი ადამიანი დაიღუპა.

სტიქიასთან დაკავშირებით, ტეხასის შტატის გუბერნატორმა გრეგ ებოტმა საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად