ტეხასის შტატში მსოფლიოში ყველაზე დიდი სნიკერსი დაამზადეს

ტეხასის შტატის ქალაქ უეიკოში მსოფლიოში ყველაზე დიდი სნიკერსი დაამზადეს,-ინფორმაციას ტელეარხი Fox 44 ავრცელებს.

ის გინესის რეკორდების წიგნში შევა. დამზადებული სნიკერსი 2.1 ტონაზე მეტს იწონის და სიგანე 60 სანტიმეტრზე მეტია. წონით იგი  43 ათას სტანდარტულ შოკოლადს უდრის.

გინესის ავტორების შთაგონების წყარო ტეხასის შტატის რეპუტაცია იყო. Mars Wrigley-ის კომპანია ტკბილეულის ერთ-ერთი უდიდესი მწარმოებელია. მისმა თანამშრომლებმა რეკორდი ორი კვირის წინ დაამყარეს. მათ ამისთვის ერთი კვირა დასჭირდათ. შეერთებულ შტატებში Mars-ის თითოეული თანამშრომელი საჩუქრად ასეთ შოკოლადს მიიღებს.

თარგმანი: თაკო ჩხაიძე

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად