ტეხასის შტატში, ეკლესიასთან მომხდარ სროლას 2 ადამიანი ემსხვერპლა

ტეხასის შტატში, ფორტ უერტთან მდებარე ეკლესიაში, სროლის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა. The Guardian- ის ცნობით, კიდევ ერთი ადამიანი საავადმყოფოში კრიტიკულ მდგომარეობაში იმყოფება.

თვითმხილველმა გამოცემა New York Times- ს განუცხადა, რომ ერთ-ერთი მოკლული კაცი დაცვის თანამშრომელი იყო, რომელიც თავდამსხმელის შეჩერებას ცდილობდა. მან ასევე დასძინა, რომ თავდამსხმელს არ იცნობს.

“განურჩევლად ისროლა, კონკრეტული სამიზნის გარეშე”,-იხსენებს მომხდარის დეტალების ერთ-ერთი თვითმხილველი.

სააგენტო Associated Press-ს ეკლესიაში განუცხადეს, რომ მოკლული მეორე ადამიანი თავად თავდამსხმელია.

პოლიცია ინციდენტთან დაკავშირებით კომენტარს ჯერჯერობით არ აკეთებს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად