ტეხასის შტატში ატეხილი სროლის შედეგად 5 ადამიანი მოკლულია და 21 დაჭრილი

სამართალდამცავი ორგანოების ცნობით, დასავლეთ ტეხასში, ქალაქებში მიდლანდსა და ოდესაში ატეხილი სროლის შედეგად დაღუპულია 5 და დაჭრილია 21 ადამიანი.

თავდაპირველად იუწყებოდნენ, რომ ოქროსფერ-თეთრი “ტოიოტას” მარკის პიკაპში მყოფმა ორმა შეიარაღებულმა პირმა ატეხა უმისამართო სროლა ქალაქ მიდლანში. შემდეგ ერთ-ერთმა მათგანმა ამერიკის ფოსტის ავტომანქანა გაიტაცა და მიდლანდიდან დაახლოებით 32 კმ-ით დაშორებულ ქალაქ ოდესაში ესროდა გამვლელებს.

ოდესის პოლიციის უფროსის მიერ გავრცელებული უკანასკნელი ინფორმაციის თანახმად, თავდამსხმელი ერთი იყო. იგი თავდაპირველად “ტოიოტადან”, შემდეგ კი გატაცებული მანქანიდან ისროდა გამვლელების მიმართულებით და პოლიციამ კინოთეატრის მახლობლად მდებარე ავტოსადგომზე მოახდინა მისი ლიკვიდაცია.

“რაღაც მომენტში ჩვენ არ ვიცოდით, რომ ორივეგან ერთი და იგივე პირი იყო. ეს ახლახანს დადასტურდა”, – ამბობს ოდესის პოლიციის უფროსი მაიკლ გერკე.

ლიკვიდირებული პირის ვინაობას არ ასახელებენ. მხოლოდ ის არის ცნობილი, რომ იგი 30 წლის თეთრკანიანი მამაკაცია. მან, ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, 4 ადამიანი მოკლა და 21 დაჭრა. დაჭრილთა შორის სამი პოლიციელია.

შეგახსენებთ, რომ 2 აგვისტოს, ტეხასში, მიდლანდიდან 400 კმ-ით დასავლეთით მდებარე ქალაქ ელ-პასოში ატეხილი სროლის დროს 22 ადამიანი დაიღუპა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად