თეიმურაზ შაშიაშვილი: დღეს ხალხი მიჯირყვნილია

ფოთში წინასაარჩევნო პროგრამის ფარგლებში, პრეზიდენტობის კანდიდატი თეიმურაზ შაშიაშვილი ჩავიდა. ის ქალაქში არსებულ პრობლემებს ადგილზე გაეცნო და მოსახლეობასთან მათი გადაჭრის გზებზე ისაუბრა.

„ფოთის პრობლერმები მოსახლეობასთან რამდენიმე შეხვედრით კარგად გახდა ჩემთვის ცნობილი. დაწყებული ჰაერი როგორ იწამლება, დამთავრებული იმით, რომ ჩვენს მეთევზეებს ათასნაირ რეგულაციებს უწესებენ, მაშინ როდესაც ძალიან ბევრი გარედან შემოდის და ბობოლაა. იმათ კი პირობებს უქმნიან, რომ ძარცვონ ჩვენი რეგიონი. საქართველოში არის ათამდე ქალაქი და რეგიონი სადაც ყველაზე კარგად უნდა ცხოვრობდეს ხალხი. სადაც ბუნებრივი პირობებია იმისა, რომ ხალხი კარგად ცხოვრობდეს. მე რაც ფოთში მოვისმინე დღეს ეს უბრალოდ შეურაცხმყოფელია და მე მეგონა ვიცოდი საქართველოში ხალხი როგორ ცხოვრობდა და მე არ მცოდნია. მინდა გითხრათ რომ 99% ხელისუფლებაში ვინც არის რეალურად ხალხი როგორ ცხოვრობს არ იცის. საქართველო დღეს მარწუხებშია. ერთხელ ივანიშვილმა გამოიყენა ასეთი სიტყვა მიჯირყვნა. მიჯირყვნილია დღეს ხალხი და ეს თუ უნდოდა, თავიდანვე ეთქვა. ჩვენ ვხედავდით „მოქალაქეთა კავშირის“ და „ნაციონალების“ დროს მძიმე მდგომარეობა იყო, მაგრეამ გაცილებით უარესი მდგომარეობაა დღეს. სისტემა შეიქმნა ისეთი, რომ ხალხის მიჯირყვნა გახდა ადვილი“_ განაცხადა თეიმურაზ შაშიაშვილმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად