თეიმურაზ II-ის პორტრეტი სამშობლოში დაბრუნდა

ქართლ-კახეთის მეფის თეიმურაზ II-ის პორტრეტი,რომელიც დაკარგულად ითვლებოდა საქართველოში დაბრუნდა,პორტრეტი დღეს ხელოვნების სასახლეშია.

ისტორიკოსმა გიორგი კალანდიამ “იმედის დილაში”  თეიმურაზ მეფის პორტრეტის სამშობლოში დაბრუნების შესახებ ისაუბრა.ისტორიკოსის თქმით,ქართლ-კახეთის მეფის,თეიმურაზ II-ის პორტრეტს სამშობლოში დაბრუნება ემოციური მნიშვნელობისაა.

-ერთ-ერთმა ცნობილმა ონლაინ გალერეამ და არა მარტო ონლაინ გალერეამ, გასაყიდად გამოიტანა ქართლ-კახეთის მეფის, თეიმურაზ II- ის 186 ათას დოლარად შეფასებული პორტრეტი.თუმცა 186 ათას დოლარად პორტრეტი არ გაყიდულა, ვეცადეთ ფასი უფრო ნაკლები ყოფილიყო.პორტერის შეძენას ვერ შევძლებდით, რომ არა საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდი “ქართუ”. მოგესხენებათ,როდესაც გასაყიდად გამოდის ნახატი უნდა მოასწრო მისი შეძენა. ჩვენ აქტიურად ვიყავით ჩართული ხელოვნების ექსპერტებთან, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და პორტის სამინისტროსთან,ასევე მინსიტრის მოადგილის ძალიან დიდი ჩართულობით,მოვახერხეთ რომ ეს უნიკალური ნივთი შეგვეძინა.აღსანიშნავია, რომ ვაჭრობაში ჩართული იყო ისეთი მსოფლიო მნიშვნელობის მუზეუმი, როგორიცაა ლონდონის პორტრეტების გალერეა,თუმცა ქართულმა მხარემ მოასწრო და შეიძინა ეს ნამუშევარი.

ამ პორტრეტის აღწერილობასთან დაკავშირებით ჩვენ გვაქვს მსოფლიოში აღიარებული ორი მსოფლიო ექსპერტის მალეტის და ბატონი ფაბიო მაზოჩინის დასკვნა.დასკვნიდან ირკვევა, რომ ეს პორტრეტი ლონდონში მოხვდა ისპაჰანიდან,კერძოდ ახალჯულფადან.თეიმურაზ II-ის შვილიშვილი ალექსანდრე ბატონიშვილი სწორედ  ისპაჰანში გაიქცა, იქ გარდაიცვალა და როგორც ჩანს მან თავისი წინაპრის პორტრეტი წაიღო  თან.

ისტორიკოსმა გიორგი კალანდიამ პორტრეტის შექმინს ისტორიაზეც ისაუბრა. ისტორიკოსის თქმით,რუსეთის იმპერატრიცა იმედენად მოიხიბლა თეიმურაზ მეფის ეგზოტიკური გარეგნობით, რომ მან საიმპერიო კარის ყველაზე ცნობილ მხატვარს ანტროპოვს უბრძანა მეფის პორტრეტი შეექმნა.

-უნიკალურია ამ პორტრეტის შექმნის ისტორია. თეიმურაზ II 1762 წელს რუსეთში ჩავიდა მოლაპარაკებისთვის.მეფე მიიღო რუსეთის იმპერატრიცამ,იმპერატრიცა იმდენად მოიხიბლა ქართველი მეფის ეგზოტიკური გარენობით,რომ საიმპერიო კარის ყველაზე ცნობილ მხტვარს ანტროპოვს დაავალა შეექმნა მეფის პორტრეტი.როგორც ირკვევა მეფეს საიმპერატორო კარზე სტუმრობისას აღმოსავლური ტიპის ოქროდ გაფორმებული სამოსი ეცვა.

აღსანიშნავია რომ 1761 წელს თეიმურაზი ეწვია რუსეთის სამხატვრო და მეცნიერებათა აკადემიას. სადაც მათ მეფეს დიდი ზარზეიმით გადასცეს ამ ტილოდან გაკეთბული გრავიურა. სულ რამდენიმე ცალი გრავიურაა შემორჩენილი,მეორე მსოფლიო ომის დროს დაიღუპა თვითონ ანაბეჭდი,რომლისგანაც ეს გრავიურა გაკეთდა.

გიორგი კალანდიამ პორტრეტის ემოციური მნიშვნელობის შესახებაც ისაუბრა. ისტორიკოსის თქმით,პორტრეტი საზოგადოების ინტერესიდან გამომდინარე ხელოვნების სასახლეში 2 დღით გამოეფინება.

-ამ პორტრეტს ძალიან დიდი ემოციურ მნიშვნელობა აქვს. თეიურაზ მეფე სამშობლოში ვერ დაბრუნდა,ის გზაში გარდაიცვალა. ქართველებმა მეფის გადმოსვენება მაშინვე ვერ მოახერხეს და დაკრძლეს ასტრახანში. მას შემდეგ ქართველმა მხარემ და საქართველოს ეკლესიამ, არაერთგზის სცადა საქართველოში, სვეტიცხოვლის საკათდრო ტაძარში გადმოსვენება,მაგრამ ეს ვერ მოხერხდა.აქედან გამომდინარე მეფის პორტრეტის სამშობლოში ორიგინალით დაბრუნება ძალიან ემოციურია.

თეიმურაზის სხვა პორტრეტიც არსებობდა,მაგრამ ეს არის შექმნილი ამ გრავიურის მიხედვით,ამ ნახატის პრეზენტაცია მოხდება 24 ოქტომბერს ხელოვების სასახლეში.საზოადოებირივი ინტერესიდან გამომდინარე ორი დღის განმავლობაში იქნება პორტრეტი გამოფენილი.

ნახატი მუდმივ ექსპოზიციაში იქნება.პორტერი არის ძალიან მაღალი დონის, მისი სამშობლოში დაბრუნება და იმის დადასტურება რომ ეს არის ანტროპოვის ნამშევარი, ეს მსოფლიო ხელოვნებისვისაც ძალიან დიდი შენაძენია.”,-გაანცახად გიორგი კალანდიამ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად