ტედროს გებრეისუსი: COVID19-ის მძიმე ფორმის სამკურნალო ერთადერთი ეფექტური პრეპარატი არის “დექსამეტაზონი”

გუშინ, 16 ოქტომბერს, ჟენევაში, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ მასობრივი ინფორმაციის საშუალებებისთვის ბრიფინგი გამართა.

ბრიფინგზე ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა ტედროს ადანომ გებრეისუსმა განაცხადა, რომ ამ დროისთვის კორტიკოსტეროიდი დექსამეტაზონი ერთადერთი თერაპიული საშუალებაა, რომელმაც COVID19-ის რთული ფორმით დაავადებული პაციენტების მკურნალობისას თავისი ეფექტურობა აჩვენა.

გებრეისუსის თქმით, ექვსი თვის წინ დაწყებულ “სოლიდარობის კვლევაში” – COVID19-ის საწინააღმდეგო თერაპიული საშუალებების მსოფლიოში უდიდეს რანდომიზირებულ კონტროლირებად კვლევაში 30 ქვეყნის 500 საავადმყოფოში თითქმის 13000 პაციენტი მონაწილეობდა.

ივნისში ჩვენ განვაცხადეთ, რომ ვწყვეტთ კვლევას ჰიდროქსიქლოროქინზე, ივლისში უარი ვთქვით ლოპინავირზე და რიტონავირზე. ამ დროისთვის არსებული კვლევის შუალედური შედეგების მიხედვით, კვლევაში ჩაწრთული კიდევ ორი პრეპარატი, რემდესივირი და ინტერფერონი პრაქტიკულად არ მოქმედებს სიკვდილის თავიდან აცილებაზე და საავადმყოფოში ყოფნის დროის შემცირებაზე. ჩვენ მოველით, რომ უახლოეს დღეებში წამყვან სამეცნიერო ჟურნალში კვლევის სრული შედეგი გამოქვეყნდება, – განაცხადა გებრეისუსმა.

“სოლიდარობის კვლევა” ჯერ კიდევ გრძელდება, ყოველთვიურად მასში 2000 პაციენტი ერთვება და ხდება მკურნალობის სხვა სახეების, მონოკლინალური ანტისხეულების და ახალი ანტივირუსული პრეპარატების ჩათვლით, შეფასება.

ყოველწლიურად მსოფლიოში სეზონური გრიპის 3,5 მილიონამდე მძიმე შემთხვევა და რესპირატორული დაავადებებით გარდაცვალების 650 000 -მდე შემთხვევა აღირიცხება.

წელს, სამხრეთ ნახევარსფეროში სეზონური გრიპის შემთხვევების და გარდაცვალებების რაოდენობა უფრო ნაკლები იყო წინა წლებთან შედარებით და ეს COVID19-ის შესაჩერებლად მიღებული ზომების გამო მოხდა. ჩვენ არ შეგვიძლია ვამტკიცოთ, რომ იგივე მოხდება ჩრდილოეთ ნახევარსფეროში გრიპის სეზონზე.

გრიპის და COVID19-ის ერთობლივი ცირკულაცია, ორივე დაავადებისთვის დამახასიათებელი ბევრი მსგავსი სიმპტომების გამო, შესაზლოა დიდ პრობლემად იქცეს ჯანმრთელობის დაცვის სისტემების და სამკურნალო დაწესებულებებისთვის, განაცხადა ტედროს ადანომ გებრეისუსმა

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად