ტედ კრუზი: “ქართული ოცნება” გარეულია საქართველოდან ამერიკული ბიზნესების გაძევებაში

აშშ-ის სენატორი ტედ კრუზი, რომელიც სენატში საგარეო საქმეთა კომიტეტის წევრია, აშშ-ის გენერალურ მდივანს მაიკ პომპეოს საქართველოსთან დაკავშირებით წერილს უგზავნის. რომელსაც ხელს აწერენ ასევე, სენატორი ჯონ კორნინი და კონგრესმენები ჯოდი სი არინგტონი და მარკვეინ მალინი

“ჩვენ გწერთ, იმიტომ რომ გამოვხატოთ ჩვენი შეშფოთება, საქართველოში გაუარესებული მმართველობასა და პოტენციური არაკანონიერი ფინანსურ საქმიანობაზე.
ჩვენ ძირითადად და ყველაზე მეტად შეშფოთებული ვართ საქართველოს კავშირით ამერიკის მეტოქესთან და მტერთან, რომლებიც ზიანს აყენებს ჩვენს გეოსტრატეგიულ და საქმიან ინტერესებს.

ბოლო წლებში უცხოური პირდაპირი ინვესტიცია საქართველოში 50%-ით შემცირდა , ეს მაშინ როცა გადასახადები და ბიუროკრატიული ბარიერები გაიზარდა დასავლეთის ბიზნესისთვის.
ამ პრობლემებმა უშუალოდ შეარყია კარგი მმართველობის ამერიკული კომპანიების მუშაობის შესაძლებლობა საქართველოში და გააღრმავონ ჩვენი ურთიერთობები.
ტეხასური კომპანია Frontera Resources-ი წარმოადგენს მსხვილ ამერიკულ ინვესტორს ნავთობისა და გაზის სექტორში საქართველოში. მათ 500 მილიონ დოლარზე მეტი ინვესტიცია განახორციელეს ნავთობისა და გაზის საბადოების აღმოსაჩენად.
ბოლო დროს „ფრონტერა“ ექვემდებარება „მახრჩობელა“ რეგულაციებს და შეზღუდვებს, იგი განიცდის შესაძლო ექსპროპრიაციას საქართველოს მთავრობის მიერ.
2019 წელს, სხვა ამერიკული კომპანია Conti Group-ი, ასევ გამოყვანილი იქნა კონსორციუმიდან, რომელიც ანაკლიაში საპორტო ობიექტის მშენებლობას ახორციელებდა, საბოლოოდ კი პროექტი შეჩერდა.
ეს გართულებები და წინააღმდეგობები ღრმად აღინიშნება გეოპოლიტიკური შედეგებით. „ფრონტერას“ მუშაობა მიმართული იყო ენერგიის ძიების და იმისკენ, რომ საქართველო იყოს სტაბილური და ენერგო დამოუკიდებელი.
ანაკლიის პორტის მშენებლობა მიმართული იყო იქითკენ, რომ შემცირდეს საქართველოს დამოკიდებულება რუსეთის საპორტო ინფრასტრუქტურასთან.
უფრო მეტიც, როცა კანონიერი ბიზნესი გამოიხმეს, ეს ადგილი უკანონო ვაჭრობამ დაიკავა.
ქართული საწარმოები და საქართველოს ფინანსური სისტემა ცნობილია წლების განმავლობაში აშშ-ს სანქციების იმ ოფიციალურ პირთა შორის, როგორც ირანის წინააღმდეგ აშშ-ს სანქციების შემსუბუქების საშუალება, 2013 წლიდან დაწყებული , როცა ჩვენი ხელისუფლებისთვის ცნობილი გახდა, რომ სამმა ირანელმა ბიზნესმენმა კონტროლქვეშ აიღო მცირე საბანკო სექტორი, რომელის თბილისში იყო დაფუძნებული. საქართველოს ამჟამინდელი ხელისუფლება “ქართული ოცნების” ლიდერობით გარეულია ამერიკული ბიზნესების გაძევებაში, რომლებიც საქართველოში ინვესტიციების ჩადებით არიან დაინტერესებული;

მსგავსი აქტივობები მოტივირებულია გეოპოლიტიკური მიზნებით და ბიძინა ივანიშვილის სავარაუდო კავშირებზე მიუთითებს რუსეთის მთავრობასთან;

პორტის პროექტიდან ამერიკული კომპანიების გაძევება მიზნად ისახავს, რომ არ შემცირდეს რუსეთის გავლენა საქართველოში მიმდინარე პროცესებზე;

არსებობს ხარვეზები ამერიკული სანქციების აღსრულებასთან დაკავშირებით, კონკრეტულად კი, პორტების კონტექსტში.

საქართველო ჩვენი სტრატეგიული პარტნიორია კავკასიაში და ნატოს მნიშვნელოვანი მოკავშირე. სამხედრო კუთხით, ქართველები გვეხმარებიან ავღანეთის მისიაში. გეოგრაფიულად ქვეყანა კრიტიკულად მნიშვნელოვან წერტილზეა განლაგებული კასპიის ზღვიდან აღმოსავლეთ ევროპისკენ ვაჭრობის კუთხით. ქართულ-ამერიკული ურთიერთობები უმნიშვნელოვანესია ამერიკისათვის, რაც საპასუხოდ საქართველოს თანამშრომლობას ავალდებულებს.

მსგავსი გადახლართული სტრატეგიული და ბიზნესინტერესები ფედერალური მთავრობისაგან პასუხს საჭიროებს და როგორც ყოველთვის, ჩვენ მზად ვართ, რომ მოგაწოდოთ საჭირო რესურსები, რათა ამერიკის ეროვნული უსაფრთხოება დაცული იყოს,” – ნათქვამია წერილში.

“აიპრესი” ტედ კრუზის წერილტან დაკავშირებით პარტია “ქართული ოცნება – დემოკრატიულ საქართველოს” დაუკავშირდა, სადა გვყთრეს, რომ ამ საკითხზე კომენტარა მოგვიანებით გააკეთებენ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად