ჭუბერის თემში, სავარაუდოდ მეხის დაცემისგან ტყეში ხანძარი გაჩნდა

ხანძარი იყო მესტიის მუნიციპალიტეტში, ჭუბერის თემში, სოფელ გურიშშთან ახლოს მდებარე ტყეში.

სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ნინო ვიბლიანის განცხადებით, 112-ში მიღებული ინფორმაციის თანახმად, შეინიშნებოდა ძლიერი დაკვამლიანება და ღია ცეცხლი.
მისივე თქმით, ხანძრის გამომწვევი მიზეზი სავარაუდოდ მეხის დაცემა გახდა.

ადგილზე ინდივიდუალური სპეციალური აღჭურვილობით და დრონით მივიდნენ სახანძრო-სამაშველო ჯგუფები მესტიის და ჯვრის სამმართველოებიდან.

როგორც ვიბლიანი “აიპრესთან” საუბარში აცხადებს, ამ დროისთვის წიწვოვან ტყეში ცეცხლის ღია კერები აღარ შეინიშნება. ხანძარი ლოკალიზებულია და გავრცელების საფრთხე აღარ არსებობს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად