ჭრიკიშვილი ღვინიაშვილის წინააღმდეგ – ბრატისლავაში მსოფლიოზე წამსვლელი გაირკვევა

სლოვაკეთის დედაქალაქი ბრატისლავა, პირველ და ორ სექტემბერს, კაცებში, ევროპის 2018 წლის თასს უმასპინძლებს.

ამ ტურნირზე, საქართველოს ეროვნული ნაკრები სულ სამი სპორტსმენით იქნება წარმოდგენილი. ამის შესახებ ინფორმაცია ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის ვებ-გვერდზეა განთავსებული. საქართველოს ძიუდოს ფედერაციას, ევროპის ღია თასზე მონაწილეობასთან დაკავშირებით, ინფორმაცია ამ დრომდე არ გაუვრცელებია.

პრინციპული იქნება -90 კგ წონით კატეგორიაში ბექა ღვინიაშვილისა და ავთანდილ ჭრიკიშვილის გამოსვლა. ამ ორიდან, ევროპის თასზე საუკეთესო შედეგის მქონე მსოფლიო ჩემპიონატზე იასპარეზებს.

დაახლოებით ორი კვირის წინ, ავთანდილ ჭრიკიშვილმა სოციალურ ქსელში განცხადება გააკეთა და აღნიშნა, რომ ის მსოფლიო ჩემპიონატზე არ მიჰყავთ და მზაობა გამოთვა, ბექა ღვინიაშვილს ნებისმიერ შეჯიბრზე დაპირისპირებოდა, მათ შორის საუკეთესოს გამოსავლენად. სწორედ ბრატისლავას ტურნირი გამოარკვევს იმ სპორტსმენის ვინაობას, რომელიც უშანგი მარგიანთან ერთად, ბაქოში, მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველოს ღირსებას დაიცავს.

-73 კგ წონით კატეგორიაში  კი ისლამ ქავთარაშვილი იასპარეზებს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად