“ჭყვადილ ვარ თქვან დუდ!” – “სირცხვილიას” საპროტესო აქცია ზუგდიდში

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიასთან საპროტესო აქცია “სირცხვილია” გაიმართა.

შეკრებილებს ხელში ეჭირათ ბანერები წარწერით – “რუსეთი ოკუპანტია”, “არა ოკუპაციას”.
როგორც აქციის ერთერთმა ორგანიზატორმა გიგა მაქარაშვილმა განაცხადა, მათ მიიღეს ბიძინა ივანიშვილის გამოწვევა და თბილისიდან რეგიონებში ინაცვლებენ საპროტესტო მუხტით.

ისინი აპროტესტებენ 20-21 ივნისს განვითარებულ მოვლენებს. ამბობენ, რომ ეს იყო ანტისახელმწიფოებრივი ქმედებები, ოკუპაციის იგნორირება ძალადობა საკუთარი მოქალაქეების წინააღმდეგ. აქ ისმოდა მუსიკა “გახარიას უხარია”.

ადგილზე პოლიცია იყო მობილიზებული.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად