ჭყონია: ოდესას ისეთი გუბერნატორი ჰყავს, “მაკდონალდსში” ქართულ მუსიკასაც ჩაართვევინებს

ოდესაში არამხოლოდ ქართველი გუბერნატორი, არამედ ქართული სამზარეულოც იქნება, – ამის შესახებ Infocenter-odessa-მ ინფორმაცია რამდენიმე ხნის წინ გაავრცელა.

ოდესას მაკდონალდსის ქსელის ბურგერებში შეიძლება ქართული სოუზი, მწვანილი და სხვა ინგრედიენტები, ასევე კავკასიური ლავაში დაამატონ. გარდა ამისა, შესაბამისი ატმოსფეროს შესაქმნელად, ოდესის მაკდონალდსის რესტორნების მუსიკალურ სიაში, ქართული მუსიკის შეტანაზეცაა საუბარი,-წერს Infocenter-odessa. რამდენად შესაძლებელია ისეთ ბრენდში, როგორიც "მაკდონალდსია" მსგავსი აქციის მოწყობა? ამ კითხვით "აიპრესმა" ბიზნესმენ თემურ ჭყონიას მიმართა. Infocenter-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, თემურ ჭყონია სრულიად შესაძლებელს უწოდებს.

"ქართული პროდუქტის ხარისხი თუ აკმაყოფილებს მაკდონალდსის მოთხოვნებს, რატომაც არა. ქართული მუსიკის ჩართვაში რა შეუშლით ხელს, ჩვენც ჩავრთავთ ეგრე ხვალ, თბილისის მაკდონალდსებში შალახოს, რაკადა-დუკადა-რაკადას და შემოვიყვანთ ხალხს. 2-ჯერ შეიძლება მუსიკის ჩართვა, ერთი შემოსვლისას და მეორე-გასვლისას. ოდესას ისეთი გუბერნატორი ყავს, რომ შეუძლია მაკდონალდსთან მოლაპარაკება და ქართული მუსიკის ჩართვა…ქვეყანა ხომ იცით, როგორაა მოწყობილი…ზოგი ასე უბერავს, ზოგი ისე უბერავს",- აღნიშნა ჭყონიამ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად