ჭყონდიდის მიტროპოლიტი: ტვ პირველის ოპერატორის გარდაცვალებასთან ეკლესია არაფერ შუაშია, თვითონვე შექმნეს ის ჯგუფები…

ჭყონდიდის მიტროპოლიტის მეუფე სტფანეს განცხდებით, ტვ პირველის ოპერატორის ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებით ეკლესია არაფერ შუაშია და პასუხისმგებლობა ეკლესიას არ ეკისრება.

,,მწუხარებით მინდა მივუსამძიმრო ყველა ადამიანს და ასეთი რამ არ უნდა მოხდეს და არ უნდა ხდებოდეს. სამშობლოს დაცვა სხვა რამეა ზოგადად, როცა შენს ემოციას ვერ თოკავ, და სამშობლოს დაცვის საბაბით რაღაც არასწორს აკეთებ არ ნიშნავს რომ სწორია.ჩვენ ყველამ უნდა დავინახოთ საფრთხე, რომელიც ქვეყნის წინაშე და მომავლის წინაშე დგას – ამის გამო არის ჩვენი აღშფოთება, დამოკიდებულება. ადამიანი რომ გარდაიცვალა, რაღაცა ესეთი მოხდა, არ არის ჩვენი მოწოდების ფარგლებში. აქედან გამომდინარე ნურავინ ჩვენ ნუ დაგვადანაშაულებს. თვითონვე შექმნეს ის ჯგუფები, რომლებიც რაღაცას მოაწყობენ და დაგვაბრალებენ ჩვენ.იმის მაგივრად რომ დაიცვან ქვეყნის ინტერსები ადამიანებს აბრძოლებენ გაუგებარი იდეალებისთვის,” განაცხადა მეუფე სტეფანემ.

კომენტარები
იტვირთება...