ჭყონდიდის ეპარქიის მიტროპოლიტი გრიგოლი: პატრიარქი ხელგაშლილი ელოდება მეუფე პეტრეს

ჭყონდიდის ეპარქიის მიტროპოლიტ გრიგოლის განცხადებით, უწმიდესი და უნეტარესი ილია II, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, ჭყონდიდის ყოფილ მიტროპოლიტს პეტრე ცაავას ხელგაშლილი ელოდება, – ამის შესახებ მან ჟურნალისტებს თემის კომენტირებისას განუცხადა.

“ყველაში ვიგულისხმე ყველა და მათ შორის ჟურნალისტები და მეუფე პეტრე. ყველა სინოდის წევრს გაუხარდება და პირველ რიგში მე. პატრიარქი ხელგაშლილი ელოდება მეუფე პეტრეს, მე სულ მეუბნებოდა მოვიდეს მეუფე პეტრე. ეს არის ვაჟკაცობა ,როცა ადამიანი ითხოვს შენდობას. ვიცი პატრიარქის განწყობა და იგი ელოდება”,– განაცხადა გრიგოლ კაციამ.

მიტროპოლიტი პეტრე ცაავა სინოდმა გასული წლის 31 ოქტომბერს გადააყენა, მან ჭყონდიდის ეპარქია 4 ნოემბერს დატოვა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად