ჭყონდიდის ეპარქიაში მორიგი დაპირისპირებ მოხდა – სალხინოს ტაძრიდან მრევლი გამოაძევეს

სიტყვიერი დაპირისპირებისა და ფიზიკური შეხლა შემოხლის ეპიცენტრი იყო სალხინოს სამონასტრო კომპლექსი. სადა მეუფე სტეფანეს მიერ ხელდასმულ ახალ წინამძღვარს სურდა წირვა-ლოცვა აღევლინა ტაძარში.

თუმცა, უფლებამოსილება შეჩერებული სასულიერო პირების განცხადებით, ისინი ტიპიკონის წესს არღვევენ. რასაც სიტყვიერი დაპირისპირება მოჰყვა. რა დროსაც ტაძარში მყოფი მრევლი ახმაურდა და უფლებამოსილება შეჩერებულმა პირებმა პოლიციის დახმარებით, მრევლი ეკლესიიდან გამოაძევა.
სიტყვიერი დაპირისპირება ეკლესიის ეზოში გაგრძელდა. ამ წუთებში დაძაბული სიტუაცია განმუხტული. მაგრამ, ადგილზე რჩება როგორ ტაძრის ახალი წინამძღვარი, ასევე უფლებამოსილება შეჩერებული სასულიერო პირები.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...