ჭიჭინაძე: ზურაბიშვილი რაც პრეზიდენტია, მხოლოდ მოსახლეობის ფსიქიკაზე მოქმედებს

“პრეზიდენტმა მორატორიუმი არა მარტო შეწყალებაზე, საკუთარ საქმიანობაზეც უნდა გამოაცხადოს”,- ამის შესახებ, დამოუკიდებელმა დეპუტატმა, დავით ჭიჭინაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

“პრეზიდენტმა მორატორიუმი არა მარტო შეწყალებაზე, საკუთარ საქმიანობაზეც უნდა გამოაცხადოს, რომ ნაკლებად დააზიანოს ჩვენი მოსახლეობის ნერვიული სისტემა და ჩვენი ქვეყანა. იქიდან გამომდინარე რომ ეს ადამიანი რაც პრეზიდენტია მხოლოდ და მხოლოდ მოსახლეობის, ქართველი ხალხის ფსიქიკაზე მოქმედებს”-განაცხადა დავით ჭიჭინაძემ.

ცნობისთვის, სალომე ზურაბიშვილმა შეწყალებაზე მორატორმიუმი გამოაცხადა. ამასთან, როგორც მან აღნიშნა, შეწყალების საკითხთან დაკავშირებით კონსულტაციები ჰქონდა პარლამენტის თავმჯდომარესთან და მომავალი კვირიდან შეწყალების საკითხზე სამუშაო ჯგუფი შეიქმნება, რომელიც შეწყალების ახალ წესებს დაადგენს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად