ჭიჭინაძე: პარლამენტი დაემსგავსა მასხარაობას,ზოგი შაპიტოს ეძახის

ამის შესახებ, დამოუკიდებელმა დეპუტატმა, დავით ჭიჭინაძემ “ფორმულასთან” საუბრისას განაცხადა, სადაც ის ფინანსთა მინისტრის, ივანე მაჭავარიანის მიერ საკომიტეტო მოსმენაზე დაგეგმილ ვიზიტის გაუქმებას გამოეხმაურა.

” საქართველოს პარლამენტი უკვე დაემსგავსა მასხარაობას, რა. ზოგი შაპიტოს ეძახის, ზოგი რას. საერთოდ, ზოგადად, მინისტრების საქციელე უკვე არარეგლამენტით უნდა იხელმძღვანელო, არამედ გვირილებს რომ აპუტავენ ფოლებს, მოვა არ მოვა, მოვა არ მოვათი უნდა გაერთონ. თუ დაემთხვევა, ალბათ მოვა”,-ამბობს ჭიჭინაძე.

ცნობისთვის, ივანე მაჭავარიანმა ჟურნალისტებთან პარლამენტში საკომიტეტო მოსმენაზე არ მისვლის მიზეზე საუბრა და განაცხადა

“მინისტრის საათის ფარგლებში ვიყავი პარლამენტში და არ ვიცი, თქვენ უსმენდით თუ არა, თუ დააკვირდით გამოსვლას, იქ ჩემი დროის ნახევარზე მეტი დავუთმე პრაქტიკულად იმ შეკითხვებზე პასუხის გაცემას, რაც იყო დასმული საკომიტეტო მოსმენის ფარგლებში.

თქვენ ნახეთ, რომ პრაქტიკულად დარბაზი დატოვეს იმ დეპუტატებმა, ვინც ეს წერილი მოიწერეს. არც კი იყვნენ იქ და არანაირი შეკითხვა არ დასვეს. ეს ნიშნავს, რომ ამ შეკითხვების პასუხი კი არ აინტერესებდათ. ფაქტია, რომ საანგარიშო ვალდებულებისთვის არ არის, ეს არის რაღაცეების მოსაწყობად და ცირკები მოაწყონ რამდენიც უნდა.” – განაცხადა ვანო მაჭავარიანმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად