ჭიჭინაძე სააკაშვილზე: გვემუქრებოდა გადმოვცურავ ზღვასო, არ ყოფნის ძალა ჩამოვიდეს საქართველოში

“2016 წელს გვემუქრებოდა გადმოვცურავ ზღვასო, ხან სად იკარგება, ხან სად”,-ამის შესახებ დეპუტატმა დავით ჭიჭინაძემ, გადაცემა “360 გრადუსში” საუბრისას განაცხადა.

“მიხეილ სააკაშვილს არ ყოფნის შნო, ძალა, უნარი, რომ ჩამოვიდეს საქართველოში. იქიდან მოწოდებით, აბა თქვენ იცით იომეთ და მე ჩამომიყვანეთო არავინ გამოვა, მხედართმთავარი თუ არ ჩამოდის. ჩამოვიდეს, გარისკოს. ხომ გვემუქრებოდა?! 2016 წელს გვემუქრებოდა გადმოვცურავ ზღვასო, ხან სად იკარგება, ხან სად. ჩამოაღწიოს, ხომ თვლის რომ უზარმაზარი მხარდაჭერა აქვს.?!”,-განაცხადა ჭიჭინაძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...