ჭიჭინაძე: სააკაშვილმა დაარღვია შეთანხმება და ეს “ნაცმოძრაობაში“ განხეთქილებაზე აუცილებლად აისახება

“მიხეილ სააკაშვილი გაწიეს და ის ახლა ცდილობს მაქსიმალური რადიკალიზაციით, ისევ შემოვიდეს პოლიტიკაში”,-ამის შესახებ დეპუტატმა დავით ჭიჭინაძემ, გადაცემა “360 გრადუსში” საუბრისას განაცხადა.

„თუ პარტიის თავმჯდომარედ აირჩიე ვაშაძე, არ შეიძლება მიხეილ სააკაშვილი იყოს შენი მთავარი მომწოდებელი. მიხეილ სააკაშვილმა დაარღვია შეთანხმება და ეს პარტიაში განხეთქილებაზე აუცილებლად აისახება. თუ შენ გადადექი და იძახი, რომ გრიგოლ ვაშაძე არის კარგი ლიდერი, მე ვუჭერ მხარსო, მაშინ შეუთანხმე მას განცხადება და ერთიანი განცხადება გააკეთე. აღარ გააკეთო ეს ჩართვები, ჩახტომები. მე ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, მიხეილ სააკაშვილი გაწიეს და ის ახლა ცდილობს მაქსიმალური რადიკალიზაციით, ისევ შემოვიდეს პოლიტიკაში, იმიტომ, რომ „ქართული ოცნება“ მეორე ტურში ამის ხარჯზე მოხვდა. მისი მოწოდებების გამო, ჩემს ხალხს მოვუწოდე მოვსულიყავით და მხარი დაგვეჭირა „ქართული ოცნებისთვის“, ვინაიდან ის რადიკალიზაცია სიტყვად დარჩენოდა და არა საქმედ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...