ჭიჭინაძე: რეალურად დღეს ყველაზე დიდი პრობლემა, “ქართული ოცნების” უკონტროლო ხელისუფლებაა

მე ვთვლი, რომ კოორდინაცია რა თქმა უნდა საჭიროა, იმიტომ რომ არ შეიძლება, იქ სადაც ვიღაცას შენზე ძლიერი პოზიცია გააჩნია, შეიძლება იმასთან ითანამშრომლო და მიეხმარო ხელისუფლების დამარცხებაში. – ამასთან დაკავშირებით დამოუკიდებელმა დეპუტატმა დავით ჭიჭინაძემ, დიანა ტრაპაიძის “დღის ამბებში” განაცხადა.

“რეალურად დღეს ყველაზე დიდი პრობლემაა, “ქართული ოცნების” უკონტროლო ხელისუფლება. იმდენად დიდი რაოდენობა დეპუტატების, რომ თუ ვინმე ღირებული დეპუტატია ნელ-ნელა ტოვებს “ქართულ ოცნებას”.

ესე რომ ვთქვათ უსახური დეპუტატებით იმდენადაა გაჯერებული “ქართული ოცნება”, რომ ნებისმიერი კანონის გატანა პრობლემას არ უქმნის და ეს საზიანოა საზოგადოებისთვის. შემდეგში ესეთი რამ რომ არ მოხდეს და “ოცნებამ” ვერ გაიმარჯვოს, რა თქმა უნდა, მეტი თანხვედრაა საჭირო ამ შეხედულებებში. უფრო ობიექტური იქნება პრაიმერიზის საშუალებით ოპოზიციამ მოახერხოს რაღაც შეთანხმებების მიღწევა, კონკრეტულ კანდიდატებთან მიმართებაში „- განაცხადა დავით ჭიჭინაძემ

შეგახსენებთ, 2019 წლის 19 მაისის თბილისში, №1 მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში საქართველოს პარლამენტის შუალედური, მარნეულის, ზესტაფონის, ჭიათურის, ზუგდიდისა და ხულოს მუნიციპალიტეტების მერების რიგგარეშე და საგარეჯოს, ახმეტის, ადიგენის, ზესტაფონის, ჭიათურის, ტყიბულის, წყალტუბოსა და ოზურგეთის მუნიციპალიტეტების ადგილობრივ მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქებში საკრებულოების შუალედური არჩევნები გაიმართა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...