ჭიჭინაძე: “ყვავმა ყვავს უთხრა შავი ხარო”-“ნაცმოძრაობის” და “ოცნების“ ჩხუბი ამას ჰგავს

” თითქოს ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ, ვინ უფრო ხმამაღლა იყვირებდა, ბიძინა ივანიშვილსთვის”,-ამის შესახებ, დამოუკიდებელმა დეპუტატმა, დავით ჭიჭინაძემ საკონსტიტუციო ცვლილებებზე საუბრისას განაცხადა.

„ყვავმა ყვავს უთხრაო შავი ხარო” – „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ქართული ოცნების“ ჩხუბი ამას ჰგავს.

თუ მაგიტომ ჩხუბობენ ხელისუფლების წარმომადგენლები, რომ რეალურად რაღაც საკონსტიტუციო ცვლილება გადაფარონ და დანაპირები, რომელიც ხალხს მისცეს არ შეასრულონ, ასეთ შემთხვევაში ვფიქრობ, რომ დაპირისპირება დარბაზიდან ქუჩაში გადაინაცვლებს და ამ ბრძოლას ნამდვილად წააგებს „ქართული ოცნება”.

რაც შეეხება ივანიშვილის პროექტებს, დღეს უმრავლესობამ მორიგი „ჩვენება“ მოაწყო. თითქოს ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ, ვინ უფრო ხმამაღლა იყვირებდა, ბიძინა ივანიშვილსთვის თავი რომ მოეწონებინათ და ამით ადგილი დაიმკვიდრონ მომავალ საპარლამენტო სიაში.

რეალურად კი, უმრავლესობა არც სახელმწიფოზე ფიქრობს და არც ხალხზე…”,-ამბობს ჭიჭინაძე.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად