ჭიჭინაძე: “ქართული ოცნების” დღის წესრიგით ამ ქვეყანაში აღარავინ იცხოვრებს

ამის შესახებ “ტრიბუნას” დამფუძნებელმა, პარლამენტის დამოუკიდებელმა დეპუტატმა დავით ჭიჭინაძემ “ტვპირველთან” განაცხადა.

“უკვე პოლიტიკურ თემებზე აღარ არის ლაპარაკი, აქ არის ღირსების საკითხი. მე ვფიქრობ რომ, რეალურად “ქართულმა ოცნებამ”, ბიძინა ივანიშვილმა საკუთარ თავს მისცა იმის უფლება… იმიტომ რომ  ამ ქვეყანაში ყველაზე მთავარი სიტყვის კაცობა იყო.  ბავშვიც კი რომ იბადება ოჯახში, პირველი რასაც მას ასწავლიან, არის ის, რომ არ უნდა იცრუოს. რადგან ეს არის ყველაზე ცუდი საქციელი, ყველაზე დაბალი საქციელი.  მე ვფიქრობ, რომ “ქართული ოცნების” დღის წესრიგით ამ ქვეყანაში აღარავინ იცხოვრებს.

ახლა რომ იძახიან, მეამბოხე დეპუტატებიო, მეცინება, ესენი არიან და შერეული ყველაზე მონა-მორჩილი დეპუტატები, ​ვისაც მეტ ნაკლებად აზრი გააჩნდა, იმას ვერც კი შეთაზეს ამ სპექტაკლში მონაწილეობა” – განაცხადა დავით ჭიჭინაძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად