ჭიჭინაძე: “ქართულ ოცნებაში” გავლენიანი ფიგურა კახა კალაძეა, თბილისზე გავლენა კალაძეს აქვს

“დღეს, “ქართულ ოცნებაში” გავლენიანი ფიგურა კახა კალაძეა. თბილისზე გავლენა კალაძეს აქვს, რადგან თბილისის არჩეული მერია.’,-ამის შესახებ, დამოუკიდებელმა დეპუტატმა, დავით ჭიჭინაძემ ახალ მინისტრთა კაბინეტზე საუბრისას განაცხადა.

“მართალია მინისტრთა კაბინეტში მას წარმომადგენელი არ ჰყავს, შესაბამისად ეცდებიან მის შევიწროვებას, თუმცა საპარლამენტო სიაში ჰყავს საკმაოდ დიდი წარმომადგენლობა და ხმების დიდი რაოდენობა მობილიზებული. ამიტომ, არამგონია თბილისში მას ხმების აღება გაუჭირდეს.

თუმცა, მომავალი საპარლამენტო არჩევნებისთვის, კახა კალაძის პარალელურად, ირაკლი ღარიბაშვილი და გიორგი გახარია შეეცდებიან , რომ მაქსიმალურად გამოიყენონ თავიანთი გავლენები “ქართულ ოცნებაში” და ამით ბიძინა ივანიშვილისთვის გახდნენ შეუცვლელი ფიგურები.

ანუ, რაც უფრო მიუახლოვდებით არჩევნებს, რაც უფრო ახლოს იქნება წარსადგენი სია, შიდა პოლიტიკურ ვაჭრობებში დაპირისპირებები მოიმატებს, რასაც არამგონია ხალხისთვის კარგი შედეგი მოჰყვეს.

რადგან, თავიდანვე ფაქტი იყო, რომ ეს ახალი მთავრობა წინასაარჩევნო მთავრობაა და ისეთ მთავარ ეკონომიკურ გამოწვევებს, რასაც ჰქვია ლარის კურსი, სავაჭრო ბალანსი, ისინი ნაკლებად გაართმევს თავს. შესაბამისად, ჩვენი მოსახლეობის უდიდესი ნაწილი ისევ სიღატაკეში დარჩება. თავად „ ქართული ოცნება“ კი, „მოქკავშირის“ ბედს გაიზიარებს.”;-განაცხადა დავით ჭიჭინაძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად