ჭიჭინაძე: “ოცნებამ” “ევროსაქართველო” ბოლომდე გაასუფთავა და ამ ქვეყანაში ფულის პარვას მისცა ლეგალიზება

“ოცნებამ” “ევროსაქართველო” ბოლომდე გაასუფთავა და ამ ქვეყანაში ფულის პარვას მისცა ლეგალიზება, – ამის შესახებ პარლამენტის დამოუკიდებელმა დეპუტატმა, პოლიტიკური მოძრაობა “ტრიბუნას” დამფუძნებელმა დავით ჭიჭინაძემ “პალიტრანიუსის” ეთერში განაცხადა.

“რა წააგო ამით “ევროპულმა საქართველომ”? კაცი ჩასვეს, რომელიც იყო დამნაშავე 50 მილიონის მოპარვისთვის. მერე ჩასვეს და გამოვიდა აბსოლუტურად გასუფთავებული. ანუ, “ევროპულმა საქართველომ” შეიძინა კიდევ ერთი ახალი ლიდერი, რომელიც პრაქტიკულად ბოლომდე გაასუფთავა “ქართულმა ოცნებამ”. ანუ, ამ ქვეყანაში ლეგალიზება მისცა ფული პარვას”, – განაცხადა დავით ჭიჭინაძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად