ჭიჭინაძე: მსხვილ ტენდერებში იმ კომპანიებმა გაიმარჯვეს, რომლებიც “ევროსაქართველოს” ფრთის ქვეშ მოიაზრებიან

მსხვილ ტენდერებში იმ კომპანიებმა გაიმარჯვეს, რომლებიც “ევროსაქართველოს” ფრთის ქვეშ მოიაზრებიან, – ამის შესახებ პარლამენტის დამოუკიდებელმა დეპუტატმა, პოლიტიკური მოძრაობა “ტრიბუნას” დამფუძნებელმა დავით ჭიჭინაძემ “პალიტრანიუსის” ეთერში განაცხადა.

დეპუტატი კონკრეტულ გვარებსაც ასახელებს. მათ შორის დაასახელა Black sea group. მისი მტკიცებით, მისი მფლობელი გივი თარგამაძის ძმაა. ასევე დაასახელა ქელბაქიანი და ამბობს, რომ ის გიგი უგულავას ახლობელია. საუბრობს კეზერაშვილის ბიზნესკომპანიების დაბრუნებაზეც.

დეპუტატი ამით ხაზს უსავამს “ქართული ოცნებისა” და “ევროპული საქართველოს” გარიგებაზე.

“თავის დროზე 27 ადამიანი შემოვიდა “ნაციონალური მოძრაობიდან” და პრაქტიკულად ერთნი იყვნენ. 2016 წლის მერე, როდესაც ვერ მოხერხდა მათი ხელისუფლებაში მოსვლა – გახსოვთ სააკაშვილის განცხადებები, რომ ზღვად გადმოცურავდა… დიდი დაპირისპირება იყო სიასთან დაკავშირებით, რადგან დიდი ბრძოლა იყო კვოტებზე. ამის გამო მოხდა გაყოფა. მიდიოდა ბრძოლა, რომ სააკაშვილის პარტიას ფრაქციაც კი არ დარჩენოდა. ზღვარზე იყვნენ.

როდესაც საკონსტიტუციო ცვლილებები მიდიოდა და საკონსტიტუციო ცვლილებები პრობლემა იყო და ოპოზიცია ითხოვდა პროპორციულ სისტემაზე გადასვლას, მაშინაც აქტიური თანამშრომლობა იყო “ოცნებასა” და “ევროულ საქართველოს” შორის.

საინტერესო პროცესები განვითარდა ქვეყანაში. მაგალითად ტენდერებთან მიმართებაში. მსხვილ ტენდერებში დაბრუნდა ის კომპანეიბი, რომლებიც “ნაცმოძრაობის” ხელისუფლებაში ყოფნის დროს იყვნენ ამ ტენდერების გამარჯვებულები. მაგალითად, ქელბაქიანი პირდაპირ გიგი უგულავაა, ტრაპაიძეა მეორე კომპანია და “ბლექ სი გრუპი” გივი თარგამაძის ძმა. რათ უნდა დიდი ფილოსოფია? ესენი იყვნენ მაშინაც, ახლაც ესენი არიან. ესენი ყველანი “ევროპული საქართველოს” ფრთის ქვეშ მოიაზრებიან. “ნაციონალური მოძრაობის” ფრთის ქვეშ ვინც დარჩა, ისინი ვერსად მონაწილეობენ ტენდერებში. იგივე კეზერაშვილის ბიზნესები ყველა აღდგა, ყველა საქმე მოიგო”, – განაცხადა დავით ჭიჭინაძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად