ჭიჭინაძე: მოხარული ვარ, რომ ზოგიერთ ჩემს კოლეგას გონება უნათდება, ეტყობა ნათელი დაადგათ

პარლამენტის დამოუკიდებლემა დეპუტატმა დავით ჭიჭინაძემ ჟურნალისტებთან გიორგი გახარიაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ შს მინისტრი შავბნელ საქმეებშია გარეული, რისი გამომჟღავნებისაც ეშინია “ქართულ ოცნებას”.

“თქვენ გახსოვთ, საპრეზიდენტო კამპანიის დროს, როდესაც მიდიოდა სხვადასხვა ფინანსურ მაქინაციებზე საუბარი, გახარია ჩართული იყო როგორც თბს-თან ასევე ომეგასთან ურთიერთობებში, ასე რომ საკმაოდ დიდ ინფორმაციას ფლობს, რისი გამომჟღავენებისიც ეშინია “ოცნებას”.

იყო ბიზნეს ომბუდსმენი, ალბათ შავბნელ საქამეებშია, ჩვენ ვხედავთ ეკონომიკის მინისტრობის პერიოდში ამ ადამიანს არანაირი ინიციატივა არ გამოუხატავს, როგორც მინისტრი მინიმალური იყო ეკონომიკის მინისტრობის პერიოდში”, – განაცხადა ჭიჭინაძემ.

ჭიჭინაძე ასევე გამოეხაურა პარლამენტის ოპოზიციონერი დეპუტატების მოთხოვნას, რომ დაინიშნოს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები.

“მოხარული ვარ, რომ ზოგიერთ ჩემს კოლეგას ნელ-ნელა გონება უნათდებათ, ეტყობა ნათელი დაადგათ, ბნელი გაიფანტა და ნათელი მოვიდა.

მე ვფიქრობ, რომ ასეთი განცხადებები და ასეთი დაძაბულობა, რასაც პარლამენტში ქმნიან ხალხის გაღიზიანებას გამოიწვევს და ვადამდელი გარდაუვალი იქნება”, – განაცხადა დეპუტატმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...