ჭიჭინაძე: კვირიკაშვილი 9 თვე არ მელაპარაკებოდა, მის მინისტრებს თავზე ვამხობდი

პარლამენტის დეპუტატმა დავით ჭიჭინაძემ გადაცემა "რეაქციაში" განაცხადა, რომ საქართველოს ყოფილ პრემიერმინისტრს გიორგი კვირიკაშვლისა და მისი მინისტრთა კაბინეტის წევრებს ხშირად უპირისპირდებოდა, რის გამოც, მას ყოფილი პრემიერი 9 თვე არ ელაპარაკებოდა. 

"თუ არ ვცდები 25 ნოემბერი იყო,, კვირიკაშვილი შეგვხდა, 115-ივე დეპუტატი ვიყავით,  პირველივე შეხვედრაზე დავუპირისპირდი. შესაბამისად მის მინისტრებს, მოადგილეებს იმდენჯერ დავპირისპირებივარ, ღიად კომიტეტზე ჩამომიმხია თავზე, ხანდახან იძახიან, რომ შეურაცხყოფაც მიგიყენებიაო… თუნდაც როდესაც ალავიძე და დავითაშილი გამოდიოდა, ფინანსთა მინისტრის მოადგილეები… კვირიკაშვილი 9 თვე არ მელაპარაკებოდა", – განაცხადა დავით ჭიჭინაძემ. 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად