ჭიჭინაძე: ივანიშვილმა კარგი მსახიობის როლი შეასრულა, ვერ წარმოგვედგინა თუ ასეთი ოსკაროსანი იყო

“ივანიშვილმა კარგი მსახიობის როლი შეასრულა.”,- ამის შესახებ, დამოუკიდებელმა დეპუტატმა, დავით ჭიჭინაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

ბიძინა ივანიშვილს კარგ მსახიობს უწოდებს დამოუკიდებელი დეპუტატი დავით ჭიჭინაძე.

მისი თქმით, ის თავის პოლიტიკურ თანამოაზრეებთან ერთად გეგმავს რომ ოპოზიციის შეხვედრებში და შემდგომ პროცესებში აქტიური მონაწილეობა მიიღოს:

“ივანიშვილმა კარგი მსახიობის როლი შეასრულა. ვერ წარმოგვედგინა თუ ასეთი ოსკაროსანი იყო. ვესწრებოდით ოპოზიციის შეკრებას დღესაც დავესწრებით და მობილიზებას ვაცხადებთ ჩვენც შესაბამისად. მივიღებთ საკმაოდ აქტიურ მონაწილეობას.”- აღნიშნა ჭიჭინაძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად