ჭიჭინაძე: ივანიშვილის არაგამჭრიახობა გამოჩნდა, თუ ასე გაგრძელდა, კალაძე გახდება “ოცნების” წამყვანი ფიგურა

“ახლაც გავაფრთხილე, თუ უნდათ რომ ეს პროტესტი იყოს საყოველთაო და სახალხო, ეს არ უნდა იყოს ერთი პოლიტიკური ძალის პროტესტი მაშინ იქნება ყველა არა ერთის, არამედ ყველა ორის წინააღმდეგ!” – ამის შესახებ პარლამენტის დამოუკიდებელმა დეპუტატმა დავით ჭიჭინაძემ განაცხადა.

მისი თქმით, მან “ოცნება” “ნაცებთან” შესისხლხორცების, კოლექტიური ზარდიაშვილებისა და “აფთიაქარების” გამო დატოვა.

“ოცნებასთან” დაპირისპირებული “ნაცებთან” შესისლხორცების, კოლექტიური ზარდიაშვილების და “აფთიაქარების” გამო ვარ! – ამის შესახებ პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი დავით ჭიჭინაძემ განაცხადა.

ახლაც გავაფრთხილე,  თუ უნდათ რომ ეს პროტესტი იყოს საყოველთაო და სახალხო, ეს არ უნდა იყოს ერთი პოლიტიკური ძალის პროტესტი მაშინ იქნება ყველა არა ერთის, არამედ ყველა ორის წინააღმდეგ!

რაც შეეხება ივანიშვილს, ბოლო პროცესებმა აჩვენა, რომ მან  კიდევ ერთხელ გამოაჩინა თავისი პოლიტიკური არაგამჭრიახობა, რადგან კალაძის ხელი ჩანს ყველგან. სწორედ კალაძეს ჰყავს  ამ ეტაპზე 22 მაჟორიტარი  და თუ ასე გაგრძელდა, სწორედ ის გახდება ყველაზე წამყვანი ფიგურა, მთელი ადმინისტრაციული რესურსით.

ზოგადად კი, ადამიანები ვისაც შია, ვისაც შემოსავალი ყოველ დღე უმცირდება, მათ სულ არ აინტერესებს მაჟორიტარული იქნება, თუ პროპორციული. ამიტომ „ოცნებამ“  საკუთარი სათავეში დარჩენის გეგმა კი არა,  ქვეყნის კრიზისიდან გამოყვანის გეგმა უნდა შესთავაზოს მოსახლეობას”, – განაცხადა დავით ჭიჭინაძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად