ჭიჭინაძე: „გირჩი” პოლიტიკაში გასართობადაა მოსული, თავისი სეგმენტი აქვს და თამაშობენ

დავით ჭიჭინაძის აზრით “გირჩი” პოლიტიკაში გასართობადაა მოსული. მან ამის შესახებ “ტვ პირველის” ეთერში განაცხადა.

“გირჩს მე არაფერს არ ვერჩი, იმიტომ რომ ეს ადამიანები თავიდანვე იძახდნენ, ესენი პოლიტიკაში მოსულები არიან გასართობად. თავისი სეგმენტი აქვთ და თამაშობენ.

სწორი გათვლა აქვთ. დღესაც იძახიან, სამეფო და რაღაცეებს, ერთობიან რაა… არიან ისეთი ადამიანები ვისაც მოსწონთ ასეთი პარტია. ამათ სულ ეყოლებათ ამომრჩეველი, იმიტომ რომ ამათ ის ამბიცია არ აქვთ რომ ქვეყანა უნდა შეცვალონ და იყვნენ მესამე ძალა”, – განაცხადა დავით ჭიჭინაძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...