ჭიჭინაძე: გიორგი გახარიას “ძლევამოსილება” მითია, ეტყობა, ბევრ რამეშია გასვრილი

ამის შესახებ მოძრაობა “ტრიბუნას” დამფუძნებელმა, დეპუტატმა დავით ჭიჭინაძემ გადაცემა “360 გრადუსში” განაცხადა. 

“ტრიბუნას” დამფუძნებელი აცხადებს, რომ “ნაციონალური მოძრაობის” ლიდერმა, დეპუტატმა ნიკა მელიამ პარტია “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” დისკრედიტაცია მოახდინა:  

 “მელიას  საშუალებითქართული ოცნებისბოლომდე დისკრედიტირება მოხდა”.

 ასევე, ჭიჭინაძე არც იმას გამორიცხავს, რომ 2019 წლის 20 ივნისს საქართველოში  მომხდარ ფაქტზე, შესაძლოა პრემიერ მამუკა ბახტაძეს და პარლამენტის უკვე ყოფილ თავმჯდომარეს ირაკლი კობახიძეს “წაუცდათ” ფეხი, თუმცა დარწმუნებით ამტკიცებს, რომ სერგეი გავრილოვის პარლამენტში გამოსვლა, გავლენიანმა თანამდებობის პირებმა დაგეგმეს, რომლებიც არ ჩანან.

“ანუ, შეიძლება ბახტაძეს და კობახიძეს  ფეხი მართლაც „დაუცდათ“, მაგრამ გარწმუნებთ, კონკრეტულმა ადამიანებმა ეს ყველაფერი წინასწარმოხარშეს“, გაამზადეს, დაგეგმეს, სისრულეში მოიყვანეს და ამ ეტაპზეც  მშვიდად იკავებენ კომფორტულ სავარძლებს

მე ვაპირებ ნიღაბი ჩამოვხსნა იმ საკმაოდ სერიოზულ, გავლენიან თანამდებობის პირებს, რომლებიც დღეს არ ჩანან, მაგრამ 20-21 ივნისის მოვლენები დაგეგმეს.

და რადგან მათ დანაშაული ჩაიდინეს, მათი პასუხისმგებლობა აუცილებლად უნდა დადგეს. ასეთები კი, ორივე მხარეს იკვეთებიან”, – განაცხადა ჭიჭინაძემ.

დეპუტატი ასევე ამბობს, მითია ის, რომ  შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია “ძლევამოსილია”.

“რაც შეეხება გახარიას,  მისი ე.. ძლევამოსილება მითია.  საიდუმლო კი მისი მონობაა და დაბეზღება და მეტი არაფერი. თან ეტყობა ბევრ რამეშია გასვრილი.

ერთი წელი იყო ეკონომიკის მინისტრი, მანამდე ბიზნეს-ომბუცმენი, ისმენდა ხალხის პრობლემებს და ერთი ინიციატივაც არ ჰქონია. 

ასე რომ, რაც უფრო დიდხანს დაიტოვებს გახარიასოცნება“, მით უფრო დისკრედიტირებული იქნება, მაგრამ იქმნება შთაბეჭდილება, რომ  „ნაციონალებიარ აძლევენ მისი გაშვების საშუალებას”- განაცხადა დავით ჭიჭინაძემ.

ცნობისთვის, 20 ივნისს თბილისში მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის 26-ე გენერალური სესია ჩატარება იყო, სადაც პლენარულ სხდომათა დარბაზში, პარლამენტის სპიკერისთვისგანკუთვნილი ადგილიდან, დელეგატებს ასამბლეის პრეზიდენტმა, რუსეთის დუმის დეპუტატმა, კომუნისტური პარტიის წევრმა, სერგეი გავრილოვმა მიმართა.

ოკუპანტი ქვეყნის დუმის დეპუტატის, საქართველოს პარლამენტიდან რუსულ ენაზე მიმართვას, საპროტესტო აქცია მოყვა. რის შემდეგ რუსეთის დელეგაციას მოსკოვში მოუწია დაბრინება. საპასუხოდ კი, რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა, საქართველოს წინააღმდეგ ეკონომიკური საქნციები აამოქმედა და რუსულ კომპანიებს საქართველოში ავია გადაზიდვები აუკრძალა.

მიუხედავა იმისა, რომ გავრილოვმა დატოვა საქართველო აქციის მონაწილეები არ დაშლილან. გვიან ღამით შსს-ს სპეცრაზმმა პარლამენტის შენობის წინ აქციის მონაწილეების დასაშლელად აირი, წყლის ჭავლი და ლეტალური ტყვიები გამოიყენა. აქციის დაშლის დროს დააკავეს 305 პირი.

მომხდარის გამო მღელვარება იმდენად მძლავრი იყო, რომ ქვეყნის პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ თანამდებობა დატოვა. ასევე, დეპუტატის მანდატზე უარის თქმა მოუწია ასამბლეის ორგანიზატორს, ზაქარია ქუცნაშვილის.

მოუხედავად ამისა, საპროტესტო აქცია საქართველოს დედაქალაქში უკვე მე-13 დღეა („ევროპული საქართველოს“ ორგანიზებით) მიმდინარეობს. სადაც სამი მოთხოვნა იყო: 1.  გადადგეს შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია, 2. გამოუშვან დაკავებული პირები, 3. ჩატარდეს პროპორციული არჩევნები.

საპასუხოდ, „ქართული ოცნება“ გამოდის ინიციატივით, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები ჩატარდეს პროპორციული სისტემით, ნულოვანი საარჩევნო ბარიერის პირობებში.

2020 წლის საპარლამენტო არჩევნების პროპორციული წესითა და ნულოვანი ბარიერით ჩატარების შესახებ განცხადება პარტიის ოფისში „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა გააკეთა.

ივანიშვილის ინიციატივას, საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ასე უპასუხა: ნულოვანი ბარიერი ნიშნავს პატარ-პატარა პარტიების ყიდვას და გაერთიანებების დაშლას

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...