ჭიჭინაძე “ევროპულ საქართველოზე”: ივანიშვილმა ყველაფერი “გაუპრავა”, სააკაშვილს რომ გამოყოფოდნენ

დავით ჭიჭინაძე მიიჩნევს რომ დავით კეზერაშვილის უკან ბიძინა ივანიშვილის ინტერესები დგას. ჭიჭინაძემ ამის შესახებ გადაცემა “7 vs 1”-ში განაცხადა.

“ვიცით რომ კეზერაშვილი ამ “ევროპული საქართველოს” დამფინანსებელია და ივანიშვილმა ყველაფერი “გაუპრავა” იმის გამო, რომ სააკაშვილს გამოყოფოდნენ… რადგანაც გვარამიამ თქვა, რომ ტელევიზიას ვქმნიო და სწორედ ამიტომ დაანონსა კეზერაშვილმაც მეორე ტელევიზია…

რა თქმა უნდა, ივანიშვილის ინტერესებია კეზერაშვილის უკან. წაიყვანენ კარგ ჟურნალისტებს, არ მისცემენ გვარამიას საშუალებას. ძალიან მომწონს, რომ ჟურნალისტებს ექნებათ მეტი არჩევანი. მე ჟურნალისტების მხარეს ვარ. ადამიანები, რომლებიც შრომობენ უნდა მიეცეთ შესაბამისი ანაზღაურება”, – განაცხადა დავით ჭიჭინაძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...