ჭიჭინაძე: ეტყობა, ჩვენმა პრემიერმა სტაჟიორის გამოცდა ვერ ჩააბარა და სამსახურში არ ტოვებენ

ეტყობა, ჩვენმა პრემიერმა სტაჟიორის გამოცდა ვერ ჩააბარა და სამსახურში არ ტოვებენ, – ამის შესახებ დამოუკიდებელმა დეპუტატმა, დავით ჭიჭინაძემ განაცხადა შესაძლო სამთავრობო ცვლილებებსა და პრემიერის შეცვლასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციაზე კითხვის პასუხად.

“ვინ უნდა განიხილონ, როგორ წარმოგიდგენიათ, ჰყავს კი ვინმე „ქართულ ოცნებას“? რა განსხვავებაა, ყველანი უკვე კოლექტიური არიან, ერთი სახე აქვთ. ჩვენ ვიცით, რომ იქ მთავარი არის ბიძინა ივანიშვილი. რა მნიშვნელობა აქვს, ვის რა თანამდებობა ექნება, მთავარია, ბიძინა ივანიშვილი ვის წყალობს. გავლენები არა თანამდებობით, არამედ ბიძინა ივანიშვილის წყალობით არის. ასე რომ, აქედან გამომდინარე, არ მგონია, გახარიას ნაკლები წყალობა ჰქონოდა პირველი ვიცე-პრემიერის თანამდებობაზე, ვიდრე პრემიერის, სხვაგან გამოსაჩენად არც გახარიას აღიქვამს ვინმე სერიოზულად და არც ბახტაძეს“, – განაცხადა დავით ჭიჭინაძემ.

ჭიჭინაძის თქმით, დეპუტატი ოთარ დანელია, რომელზეც ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ პრემიერად განიხილება, გონიერი ადამიანია და მსგავს წინადადებას არ დათანხმდება.

„ვფიქრობ, ოთარი საკმაოდ გონიერი ადამიანია ახალგაზრდაა. მას კარგი გამოცდილებაც აქვს და არ მგონია, დათანხმდეს. „ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრობა, როდესაც შეიძლება, ქვეყანა დღეს-ხვალ წაიქცეს, იქიდან გამომდინარე, რომ აქ არც ეკონომიკური პოლიტიკა არსებობს და რა მოთხოვნა არის, რომ ქვეყანაში რამე შეიცვალოს, კლანური მმართველობა არის ჩვეულებრივი, არ მგონია, დანელია რომელიმე კლანის მმართველობისთვის ოცნებობდეს, მთელი ცხოვრება რომ ვიღაცას ემსახუროს.განაცხადა დავით ჭიჭინაძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად