ჭიჭინაძე: ეს იყო ყველაზე სამარცხვინო დეპუტატების სია და სუსის მიერ კონტროლირებადი

დეპუტეტები, რომლებმაც წინააღმდეგ მისცეს ხმა, სუსის მიერ კონტროლირებადია, – ამის შესახებ პარლამენტის დამოუკიდებელმა დეპუტატმა დავით ჭიჭინაძემ “ტვ პირველის” ეთერში განაცხადა.

“ამ დეპუტატებმა, რომლებმაც ე. წ. გმირობა გამოიჩინეს, ამ ადამიანებს ცხოვრებაში ნაბიჯები არ გადაუდგამთ. ეს დეპუტატები ყველაზე სამარცხვინო დეპუტატები იყვნენ ქართული ოცნების რიგებში. ამ ადამიანებმა თუ მოაწყეს “აჯანყება”… ჩანს, რომ ეს იყო კონტრლირებადი ვითარება, მით უმეტეს ის დეპუტატები, რომლებმაც კანონპროექტის წინააღმდეგ მისცეს ხმა, თავიდან ბოლომდე სუს-ის კონტროლირებადები არიან”, – განაცხადა დავით ჭიჭინაძე.

მისი თქმით, ოპოზიცია ერთიანდება იმისათვის, რომ ქვეყანა გაათავისუფლოს მატყუარა ხელისუფლებისაგან.

“მე ვფიქრობ, რომ რა სისტემითაც არ უნდა ჩატარდეს არჩევნები, ქართული ოცნება განწირულია დამარცხებისათვის”, – განაცხადა დავით ჭიჭინაძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად