ჭიჭინაძე: ბანკები ადვილი ფულის შოვნით არიან დაკავებული და არ აინტერესებთ ბიზნესის დაფინანსება

ამის შესახებ პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი დავით ჭიჭინაძე წერს.

„ყველამ ვიცით საქართველოს ბანკის არაპროფილური აქტივები: M კვადრატი, რუსთავის აზოტი, „ევექსი“ და უამრავი სხვა. ანუ, კანონი ირღვევა და ჩნდება გონივრული ეჭვი, მაშინ რატომ არ რეაგირებს სახელმწიფო?!

– ყალბი დღგ-ეებით 300 მილიონი თუ ასე ნაწილ-ნაწილ იპარებოდა ამ ქვეყანაში და ხელისუფლება არ იმჩნევდა, ან ვერ მიხვდნენ, მაშინ სულ მცირე სამსახურებრივი გულგრილობისთვისაა ნახევარი ფინანსთა სამინისტრო დასაჭერი.

– ბანკები დღეს ადვილი ფულის შოვნით არიან დაკავებული და საერთოდ არც კი აინტერესებთ ბიზნესის, მითუმეტეს მცირე და საშუალო ბიზნესი დაფინანსება.

– სავალუტო კურსი კი, პირდაპირაა მიბმული სავალუტო სპეკულაციებთან.

ამიტომ ვეკითხები ეკონომიკურ გუნდს: ბანკები ბლუმბერგზე აძლევენ თუ არა ერთმანეთს ინფორმაციას მომავალი კურსის ტენდენციებთან დაკავშირებით?

რადგან, თუ პარამეტრები არაა გაუარესებული, მაშინ რატომაა ლარის კურსი ასეთ მდგომარეობაში?!

სულ ამას ვამბობ, რომ ყველაზე დიდი წვლილი ლარის გაუფასურებაში ის სპეკულაცია, რასაც ბანკები მიეჩვივნენ და რასაც მხოლოდ მათი მოგების გაასმაგება მოაქვს და არა გარეშე ან ეკონომიკური ფაქტორებს.

აი ამაზე უნდა ეზრუნა მთავრობას დრეს და არა სტატისტიკური მონაცემების წარმოდგენაზე.

ამიტომ ჰგავს სტატისტიკის დეპარტამენტის განცხადებას, მინისტრების, თუ მინისტრობის კანდიდატების ყველა გამოსვლა.

ანუ, ეკონომიკას რეალურად სჭირდება გაზრდა და არა ციფრებში და მანიპულაციებში.

რაც შეეხება ანაკლიის პორტს.

ჩვენ ერთი ეტაპი გავიარეთ და ავკრძალეთ არაპროფილური საქმიანობა. რის შემდეგაც უნდა გაგვეგრძელებინა ამ კანონის მიღება, სადაც იქნებოდა იმ მმართველი რგოლის და დამფუძნებლების სია, რომლებსაც არ ექნებოდათ არაპროფილურ საქმიანობაში მონაწილეობის მიღების უფლება.

ეს რომ ბოლომდე მიგვეყვანა, არც ასეთი საუბარი გვექნებოდა ანაკლიის პორტთან დაკავშირებით, არც მითიური თიბისი კონსორციუმი იქნებოდა შექმნილი და არც მთელი მსოფლიოს წინაშე მოგვეჭრებოდა თავი, რომ თურმე პოლიტიკური დაპირისპირების გამო ვერ ხორციელდება ეს პროექტი.

თუმცა აქვე აუცილებლად!

საქართველოს ბანკი – მასთან მიმართებაში რატომ არ ხდება აქცენტირება მის არაპროფილურ საქმიანობაზე?

არ იცით რომ „ემ კვადრატი“, რუსთავის აზოტი, „ევექსი“ რეალურად მისია, თუ აქაც დამფუძნებელი ჯგუფებით ვიტყუებთ თავს?!

ანუ, ყველაფერი რაც დღეს ბანკებთან არის დაკავშირებული, კანონის გვერდის ავლაა.

მოკლედ, ამ მოცემულობით, რომლითაც დღეს ბანკები ოპერირებენ, ისინი არასოდეს არ დაუჭერენ მხარს არანაირ ბიზნესს.

მცირე და საშუალო ბიზნესს კი, სახელმწიფოს მხარდაჭერა, მხარში დგომა, ფინანსური ხელმისაწვდომობა და არა მარტო დეკლარირებისთვის ჩაწერა პროგრამაში.

ფინანსთა მინისტრობის კანდიდატს, ბატონ მაჭავარიანს კი მინდა ვკითხო, რატომ მოხდა ჩვენი ხელისუფლების პირობებში, 20 წლის წინანდელი, ჩამოწერილი 25 მილიონი დოლარის გადახდა და რატომ არის ეს გასაიდუმლოებული?!

საუბარია ვალზე, რომელიც ყველა ხელისუფლებამ აღიარა, როგორც შევარდნაძის კორუფციული ხელისუფლების მიერ აღებული ვალდებულება გარკვეული კომპანიის მიმართ.

დღეს კი, ხელში მაქვს საქართველოს მთავრობის 2015, 2016 და 2017 წლის განკარგულებები, „რაიფაიზენ“ ბანკსა და საქართველოს შორის გასაფორმებელი მორიგების ხელშეკრულების პროექტების შესახებ. ეს არის ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც, ფინანსთა სამინისტრო ფულს უყოფს იუსტიციის სამინისტროს და დაახლოებით 65 მილიონი ლარი მიდის ქვეყნის ბიუჯეტიდან.

ანუ, ვის სასარგებლოდ მოხდა ეს გარიგება?

პრინციპში, ყალბი დეღეგეების პირობებში არც ეს არის გასაკვირი.

ეტყობა ისეთი ადამიანები იყვნენ ჩართულები ამ ამბებში, რომ ფინანსთა სამინისტრო ორი წლის განმავლობაში ვერ ჩაერია საქმეში.

ასე რომ, ეკონომიკური გუნდის მიერ წარმოდგენილ პროგრამაში, მე ყველაფერს ვხედავ სახელმწიფოს როლის გაძლიერების გარდა.

სამაგიეროდ ვხედავ იმას, რომ ხალხი გააღატაკეს, ფული გააძვირეს და საკუთარი მატერიალური ინტერესების დასაკმაყოფილებლად მზად არიან, ეშმაკსაც კი შეეკრან.“ – წერს ჭიჭინაძე.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად