ჭიღვარიამ, აქციის მონაწილეების არაეთიკურად მოხსენიებისთვის სამსახურის უფროსი გაათავისუფლა!

ნუგზარ ხუციბერიძე, რომელიც ამ დრომდე იყო ქუთაისის მერიის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი, სამსახურიდან გათავისუფლებულია.

მან სოცქსელში შემდეგი სახის განცხადება გააკეთა: “ზოგს თვალში მოხვდება, ზოგს ტრ***ში”…

,,ჩემთვის აბსოლუტურად მიუღებელია პოზიცია, რომელიც მან გამოხატა საპოლიციო ოპერაციის დროს დაშავებული ჩვენი თანამოქალაქეების მიმართ. მისი ეს პოზიცია სრულ წინააღმდეგობაშია საჯარო სამსახურის ეთიკასთან, რაც გახდა კიდეც ნუგზარ ხუციბერიძის სამსახურიდან დათხოვნის საფუძველი.,, – განაცხადა ქუთაისის მერმა, გიორგი ჭიღვარიამ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...