ჭიღვარია: ანწუხელიძე გმირია, რომელიც თავისუფალი ქვეყნის ისტორიას უკვდავყოფს

ამის შესახებ ქუთაისის მერი გიორგი ჭიღვარიასოციალურ ქსელში წერს.

“დღეს გიორგი ანწუხელიძის დაბადების დღეა. “ქართველი გმირის რომლის ისტორია თვალსაჩინო გახდა დანარჩენი მსოფლიოსთვის, რომ საქართველოს ჰყავს გმირები, რომლებიც უკვდავყოფენ დამოუკიდებელი თავისუფალი ქვეყნის ისტორიას, გმირები რომლებიც არიან თითოეული ჩვენგანის მაგალითები, სიცოცხლის ფასად დაიცვან ქვეყნის ღირსება”- ქუთაისის მერი.

ცნობისთვის, გიორგი ანწუხელიძე დღეს 35 წლის გახდებოდა. ის ვაზიანის მეოთხე ბრიგადის 41-ე ბატალიონის კაპრალი იყო.

რუსეთ-საქართველოს ომის დროს, 2008 წლის 9 აგვისტოს გიორგი ანწუხელიძე  ერთ-ერთი შეტაკების შემდეგ, ტყვედ ჩაუვარდა რუს ოკუპანტებს, აწამებდნენ და აიძულებდნენ ინფორმაცია გაეცა. ანწუხელიძე არ გატყდა. ის ცხინვალის მე-5 სკოლასთან, ძმათა სასაფლაოზე ცემით მოკლეს.

2008 წლის ნოემბრამდე გიორგი ანწუხელიძე უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლებოდა. ცხინვალიდან 10 ქართველის ცხედარის გადმოასვენების შემდეგ ჩატარდა გენეტიკური ექსპერტიზა, დადგინდა რომ ერთ-ერთი მათგანი გიორგი ანწუხელიძე იყო.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...