ჭიდაობის საერთაშორისო ფედერაციის რეიტინგში 4 ქართველი მოჭიდავე პირველ ადგილზეა

ყაზახეთის დედაქალაქ ნურსულთანში დასრულებული ჭიდაობის მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ ჭიდაობის საერთაშორისი ფედერაცია მოჭიდავეთა რეიტინგს აქვეყნებს.

თავისუფალ ჭიდაობაში 10 წონითი კატეგორიიდან ორში ქართველი მოჭიდავეები პირველ ადგილებზე არიან, ხოლო ერთში – მესამეზე. კიდევ 5 მოჭიდავე საუკეთესო ოცეულში იკავებს ადგილს.

17-19. ბექა ბუჯიაშვილი, 57კგ
1. ბექა ლომთაძე, 61კგ
12.ზურაბ იაკობიშვილი, 70კგ
3. ავთანდილ კენჭაძე, 74კგ
9. ნიკა კენჭაძე, 79კგ
3. ირაკლი მწითური, 92კგ
7-9. ელიზბარ ოდიკაძე, 97კგ
1. გენო პეტრიაშვილი, 125კგ

ნურსულთანში დასრულებულ მსოფლიო ჩემპიონატზე ქართველმა მოჭიდავეებმა 97 და 125 კგ წონებში მოიპოვეს ოლიმპიური ლიცენზიები, დანარჩენ 57-65-74-86 კგ წონებში კი ლიცენზიების მოპოვება სამერმისოდაა გადადებული.

ნურსულთანში სულ გათამაშებული 36 ლიცენზიიდან 5 რუსებმა მოიპოვეს, 4 – ყაზახებმა, 3 – ინდოელებმა. 2-2 ლიცენზია მოიპოვეს ქართველმა, თურქმა, ირანელმა, იაპონელმა და ამერიკელმა მოჭიდავეებმა. თითო-თითო ლიცენზიას შეწვდნენ აზერბაიჯანის, იტალიის, კოლუმბიის, მაკედონიის, მონღოლეთის, სან-მარინოს, საფრანგეთის, სერბეთის, სირიის, უზბეკეთის, უკრაინის, უნგრეთის, შვეიცარიის და ჩინეთის მოჭიდავეები.

კლასიკური სტილით მოჭიდავეებში ასევე ორი ქართველო მოჭიდავე უდგას სათავეში თავის წონით კატეგორიას

1. ნუგზარ წურწუმია, 55კგ
16-20. ლევან ქავჟარაძე, 63კგ
17-20.. შმაგი ბოლქვაძე, 72კგ
1. ლაშა გობაძე, 82კგ
17-20. გელა ბოლქვაძე, 82კგ
12-13. გიორგი მელია, 97კგ
5. იაკობ ქაჯაია, 130კგ

ნურ-სულთანში ქართველმა კლასიკოსებმა 97-130 კგ წონებში მოიპოვეს ტოკიოს ოლიმპიური თამაშების ლიცენზიები, ხოლო 60-67-77-87 წონით კატეგორიებში მათ ლიცენზიების მოსაპოვებლად წინ რთული ბრძოლები ელით.

ნურსულთანში გათამაშებული 36 ლიცენზიიდან 3-3 ლიცენზია მოიპოვეს გერმანიის,ირანის, რუსეთის და უზბეკეთის მოჭიდავეებმა, 2-2 ლიცენზიას შეწვდნენ თურქეთის, კუბის, საქართველოს, სერბეთის, სომხეთის, უკრაინის, უნგრეთის და ყაზახეთის მოჭიდავეები, ხოლო ბელარუსელი, დანიელი, ეგვიპტელი, ესტონელი, იაპონელი პოლონელი, შვედი და ყირგიზი მოჭიდავეებს ანგარიშზე თითო-თითო ლიცენზიაა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად