ჭიდაობის საერთაშორისო ფედერაციის 20-დან 4 რეიტინგის სათავეში ქართველი მოჭიდავეა

ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე თავისუფალი და ბერნულ-რომაული სტილით მოჭიდავეები მედლებს ექვს-ექვს წონით კატეგორიაში გაითამაშებენ

ჭიდაობის საერთაშორისო ფედერაციის მიერ ახლახანს გამოქვეყნებული ოლიმპიური წონითი კატეგორიების რეიტინგების სათავეში ერთადერთი ქართველი მოჭიდავეა. სულ 12 რეიტინგიდან 4-ში არიან ქართველი მოჭიდავეები 10 საუკეთესოს შორის.
 
თავისუფალი სტილი
97კგ, N6 ელიზბარ ოდიკაძე
125კგ, N1 გენო პეტრიაშვილი
 
ბერძნულ-რომაული სტილი
97კგ, N6 გიორგი მელია
130კგ, N6 იაკობ ქაჯაია
 
არაოლიმპიური წონითი კატეგორიების რეიტინგების სათავეში სამი ქართველი მოჭიდავეა. სულ 8 რეიტინგიდან ქართველი მოჭიდავეები 6-ში ხვდებიან 10 საუკეთესოს შორის.
 
თავისუფალი სტილი
61კგ, N1 ბექა ლომიძე
70კგ, N6 ზურაბ იაკობიშვილი
92კგ, N3 ირაკლი მწითური
 
ბერძნულ-რომაული სტილი
55კგ, N1 ნუგზარ წურწუმია
72კგ, N9 იური ლომაძე
82კგ, N1 ლაშა გობაძე

მოამზადა რაულ კაპანაძემ

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად