ჭიდაობის ევროპის ჩემპიონატი: იაკობ ქაჯაია ბრინჯაოსთვის იბძოლებს

რუსეთის ქალაქ კასპიისკში მიმდინარე ჭიდაობის ევროპის ჩემპიონატზე, ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე იაკობ ქაჯაია (125კგ) ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს. 

ქაჯაიას მეტოქე ნახევარფინალში რუსი ვიტალი შური  იყო, რომელთანაც 4:0 მარცხდებოდა. ქაჯაიამ შეძლო შეხვედრის შემოტრიალება და ანგარიში საყაიმო გახადა, თუმცა დასასრულს უხეში შეცდომა დაუშვა და 5:4 დამარცხდა.

საჯაიამადე, წარმატებით იასპარეზა რობერტ კობლიაშვილმა (87კგ), რომელმაც ფინალის საგზური მოიპოვა და ხვალ ოქროს მედლის მოპოვებას ეცდება.

პირველი საშეჯიბრო დღის ფინალები, ხვალ გაიმართება, ევროპის ჩემპიონატი ორ დღინი საშეჯიბრო ფორმატით პირველად ტარდება

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად