A1 ბანერი

ჭიდაობაში საქართველოს ჩემპიონები ჩხუბის და გაწევ-გამოწევის ფონზე გამოვლინდნენ (ვიდეო)

დღეს თბილისის სპორტის სასახლეში ჭიდაობაში თავისუფალი სტილით 65-79-86-97 კგ და ბერძნულ-რომაული სტილით 55-67-87 კგ წინით კატეგორიებში საქართველოს ჩემპიონები და პრიზიორები გამოვლინდნენ

თავისუფალი სტილი

65კგ
გიორგი ბრეგვაძე (ქუთაისი) – აკაკი სეფერთელაძე (საჩხერე) 10:0
ომარ გურჯიძე(ქუთაისი) – თედო ყველაშვილი (გორი) 9:7

ედემი ბოლქვაძე (ქუთაისი) – ამირან ვახტანგიშვილი (გორი) ფინალი 3:1

79კგ თავისუფალი
ჯაბა ყველაშვილი (გორი) – გიორგი ადამია (ბოლნისი) 10:0
დავით ხუციშვილი (საგარეჯო) – ევსები შველიძე (ხარაგაული) 10:0

ნიკოლოზ კენჭაძე (ამბროლაური) – ტარიელ გაფრინდაშვილი თბილისი აშკარა (10:0)

86 კგ
დავით ფირუზაშვილი (თბილისი) – თორნიკე კვინიკაძე (ხაშური) 5:5
დემურ მეგენეიშვილი (სამტრედია) – ზაურ ბერაძე (ხარაგაული) 9:6 (შეწყდა ზაურ ბერაძის ტრავმის გამო და სუფთა გამარჯვება მიეკუთვნა დემურ მეგენეიშვილს)

სანდრო ამინაშვილი – (თბილისი) – ტარზან მაისურაძე (სტეფანწმინდა) 2:1

97კგ
ზურიკო ურთაშვილი (მცხეთა) – მარად ვანაძე (აჭარა) 10:0
მამუკა კორძაია (აჭარა) – მეტრეველი (ონი) 2:0

ელიზბარ ოდიკაძე (თბილისი) – გივი მაჭარაშვილი (მცხეთა) 10:9

ბერძნულ-რომაული სტილი

55კგ
ფრიდონ აბულაძე (აჭარა) – რამაზ სილაგავა (თბილისი) 10:1
აკაკი ოსიაშვილი (გარდაბანი) – ვასილ ხაჩიძე (ბორჯომი) 4:3

ნუგზარ წურწუმია (ხობი) – ზურაბ მაჭარაშვილი (ოზურგეთი) 10:2

67 კგ
ედნარ შავაძე (აჭარა) – ელიზბარ გოგიტიძე აშკარა 9:0
ჯონი ხეცურიანი (ხობი) – გიორგი დავითაია (სენაკი) სუფთა (გიორგი დავითაია არ გამოცხადდა)

საჩინო დავითაია (სენაკი) – მურად მიქელაძე (აჭარა) 9:8

87კგ
შალვა ხაჩიძე (თბილისი) – გიორგი დევიძე (თერჯოლა) 4:1
გიორგი ქაცანაშვილი (გარდაბანი) – გურამ ხეცურიანი (ქუთაისი) 9:4

რობერტ კობლიაშვილი (გარდაბანი) – ზურაბ დათუნაშვილი (თბილისი) 2:1

ზოგიერთი ფინალური შეხვედრა მეტად დაძაბულ ვითარებაში მიმდინარეობდა და სპორტსმენებმა ვერ შეზლეს ნერვების მოთოკვა.

საქართველოს ჩემპიონის წოდების მოპოვების და ნაკრების პირველი ნომრის წოდების მოსაპოვებელი ორთბრძოლის პირველი პერიოდი ელიზბარ ოდიკაძეს და გივი მაჭარაშვილს შორის გახსნილ ბრძოლაში წარიმართა და ამ უკანასკნელის გამარჯვებით 8:4 დასრულდა. მას არც მეორე ნახევარში შეუწყვეტია აქტივობა, თუმცა ოდიკაძემ შეძლო და ჯერ ორი ქულა აუღო, შემდეგ კი მეტოქის წამოქყებულ ილეთზე კონტრილეთით ორი პლიუს ორი ქულა. მაჭარაშვილი განაგრძობდა აქტიურობას, თუმცა გამოცდილმა ოდიკაძემ შეძლო შეხვედრის თავის სასარგებლოდ დასრულება.

შეხვედრის დასრულებამდე წამებით ადრე მოჭიდავეებს შორის დაწყებული შელაპარაკება შეხვედრის დასრულების შემდეგაც გაგრძელდა მცირე ხნით. დაჯილდოვების ცერემონიალის შემდეგ მოჭიდავეებმა ერთმანეთს ხელი გაუწოდეს და იმედია, ამით მათ შორის კონფლიქტი ამოიწურა.

ტიტულებს მფლობელ, ოღონდ სხვადასხვა წონებში, ამჯერად კი კონკურენტებს, რობერტ კობლიაშვილის და ზურაბ დათუნაშვილის უილეთო შეხვედრაში მსაჯებმა პირველ პერიოდში დათუნაშვილი გააფრთხილეს, მეორის დასაწყისში კი – კობლიაშვილი. პარტერიდან ვერცერთმა მოჭიდავემ ქულის აღება ვერ შეძლო. შეხვედრის დასრულებამდე წუთით ადრე მსაჯებმა დათუნაშვილი გააფრთხილეს და კობლიაშვილი 2:1 დაწინაურდა. ამის შემდეგ დათუნაშვილი ეცადა შეხვედრის თავის სასრგებლოდ შემოტრიალებას, მაგრამ კობლიაშვილი თავს კარგად იცავდა, თუმცა მხოლოდ იცავდა, არ აქტიურობდა და დათუნაშვილმა ჩათვალა, რომ მსაჯებს კობლიაშვილი პასიურობისთვის უნდა გაეფრთხილებია.

შეხვედრის დასრულებამდე 14 წამით ადრე ის მსჯების მაგიდისკენ გაეშურა და მათთან მსაჯობა გააპროტესტა. მსაჯები მას არ დაეთანხმნენ, ნერვული დაზაბულობა სეკუნდატებსაც გადაედოთ, ისინი ყვირილით გამოხატავდნენ პროტესტს მსაჯების მაგიდასთან. მსაჯების მოწოდების მიუხედავად დათუნაშვილმა შეხვედრა აღარ გააგრძელა, დარბაზში კი სეკუნდანტებს და გულშემატკივართა შორის ატყდა ჩხუბი, რომელში მცირე ხნით ჯერ დათუნაშვილი და შემდეგ კობლიაშვილი აღმოჩნდნენ ჩართული.

საბოლოოდ სიტუაცია დარბაზში განიმუხტა, დაჯილდოების ცერემონიალზე კი დათუნაშვილი არ გამოცხადდა. იმედია, მოჭიდავეებს შორის დიდხანს არ გასტანს დაძაბულობა და ისინი ხალიჩის გარეთ მეგობრებად დარჩებიან.

მასალა მოამზადა რაულ კაპანაძემ

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...