ჭიდაობაში კიივის საერთაშორისო ტურნირზე ნუგზარ წურწუმიამ, ლერი აბულაძემ და აივენგო რიკაძემ ოქროს მედლები მოიპოვეს

უკრაინის დედაქალაქ კიივში მიმდინარე საერთაშორისო ტურნირზე თავისუფალ და ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობაში 5-5 წონით კატეგორიაში დასრულდა შეჯიბრება

კლასიკური სტილით მოჭიდავეთა შორის ქართველი მოჭიდავეები ხუთივე ფინალურ შეხვედრის ფიგურანტები იყვნენ
 
ფინალური შეხვედრები მოიგეს და ტურნირის გამარჯვებულები გახდნენ:
 
55კგ წონაში ნუგზარ წურწუმია
ფინალურ შეხვედრა ირანელი საჯად ჯავიდ აბასპურარაგანი 3:3 დასრულდა და წურწუმიას გამარჯვება ბოლო ქულის წესით მიენიჭა.
 
63 კგ ლერი აბულაძე
აბულაძემ ფინალში თურქი კერემ კამელ 4:3 დაამარცხა
 
82კგ აივენგო რიკაძე
რიკაძემ ფინალური შეხვედრა სომეხ კარაპეტ ჩალიანს მოუგო – 5:3
 

ვერცხლის მედლის მფლობელები გახდნენ შმაგი ბოლქვაძე (72 კგ). მან ფინალური შეხვედრა სომეხ მალხაზ ამოიანი 1:9 წააგო, და გიორგი მელია (97 კგ), რომელმაც ფინალში ყირგიზ ძჟუძუპბეკოვთან ჭიდაობას ტრავმის გამო აარიდა თავი.

ბრინჯაოს მედალი მიპოვა 55 კგ წონით კატეგორიაში რამაზ სილაგავამ, რომელმაც ყირგიზ ნურმუხმეტ აბდულაევს მოუგო – 5:2

 
თავისუფალი სტილით მოჭიდავეებიდან მედალს მხოლოდ გიორგი სულავა შეწვდა. მან ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლაში სომეხი არმან ანდრეასიანი დაამარცხა 10:0
 

ხვალ თავისუფალი და ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეები დანარჩენ 5-5 წონით კატეგორიაში გამოავლენენ გამარჯვებულებს. ქართველი მოჭიდავებიდან ოქროს მედლებისთვის იჭიდავებენ:

ბერძნულ-რომაული სტილი
67 კგ წონით კატეგორიაში  რამაზ ზოიძე და ჯონი ხეცურიანი
+130 კგ წონით კატეგორიაში რამაზ პატარიძე და იაკობ ქაჯაია

თავისუფალი სტილი
74 კგ ნიკა კენჭაძე
92 კგ ირაკლი მწითური

ბრინჯაოს მედლისთვის იჭიდავებენ:

ბერძნულ-რომაული სტილი
60 კგ დათო ჩხარტიშვილი
77კგ ბაკურ გოგოლი
87 კგ თორნიკე ძამაშვილი
+130 ლევან არაბული

თავისუფალი სტილი
61 კგ თორნიკე ქათამაძე
125 კგ გივი მაჭარაშვილი

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...