ჭიათურის პროფკავშირები: მაღაროელები დღეში 12 საათი მუშაობენ და 2 კვირა ოჯახს ვერ ნახულობენ

"12 საათის განმავლობაში ამუშავებენ ვიდეო კამერებით უყურებენ. 2 კვირის განმავლობაში ოჯახის წევრებს არ ანახებენ. თუ სამსახურში მოუვიდათ რამე დაზიანება, მაშინ უშვებენ ბიულეტენზე ისე არა“-განაცხადა "აიპრესთან“ ჭიათურის პირველადი ორგანიზაციის პროფკავშირების თავმჯდომარის მოადგილემ.

პაატა სამხარაძე ე.წ "ბაზალტების" უბანზე მაღაროელთა მძიმე სამუშაო პირობებზე საუბრობს და აცახდებს, რომ კომპანია ,,ჯორჯიან მანგანეზი“ მკაცრად აკონტროლებს მაღაროში დასაქმებულებს და 26 ადამიანი განსაკუთრებულ სამუშაო რეჟიმზე გადაიყვანა. როგორც სამხარაძე განმარტავს, არავის აქვს უფლება შევიდეს უბანზე და ასევე მუშების საერთო საცხოვრებელში, რომელც კომპანიამ გამოუყო მაღაროელებს და 2 კვირის განმავლობაში თვითონ კომანიას გადაჰყავს ეს ხალხი საერთო საცხოვრებლიდან მაღაროში და მაღაროდან საერთო საცხოვრებელში.

"ისეთ ჩაკეტილი სივრცეა არავის უშვებენ, არ გვაკონტაქტებენ მაღაროელებთან. ყველაფერი მკაცრ კონტროლზეა აყვანილი. რომ ვითხოვთ გვანახონ, დაგვალაპარაკონ მაღაროელებს ამის საშულებას არ გვაძლევენ.

20 მაისიდან, როდესაც განაახლეს მუშაობა ე.წ "ბაზალტების" უბანში დაიწყეს 4 ცვლიანი მუშაობა. საერთო საცხოვრებელი გააკეთეს სანატორიუმის ბაზაზე და აქ ატარებენ ამ ადამიანებს 2 კვირის განმავლობაში. პირველი ორი კვირა 13 კაცი მუშაობს დილის 8 საათიდან საღამოს 8 საათამდე.

მომდევნო 2 კვირა ისევ 13 კაცი ამ რეჟიმშია ჩართული. 2 კვირის განამვლობაში 12-12 საათი მუშაობენ. მიყავთ ტრანსპორტით მაღაროში და მოყავთ უკან სანატორიუმში. ამ დროის განმავლობაში , ოჯახთან კონტაქტობენ მხოლოდ ტელეფონით.

ჩვენ დავაყენეთ საკითხი და დავინტერესდით რა ხდებოდა. გვითხრეს, რომ ამ ადამიანებმა თავად არჩიეს ამ რეჟიმში მუშაობა. არ არსებობს არანაირი შინაგანაწესი ან ბრძანებულება ასეთ რეჟიმზე გადასვლის, არც ხელი აქვთ რამეზე მოწერილი თანამშრომლებს.

ამას წინათ შრომის ინსპექტორები იყვენ მისული. ცხელ ხაზზე დაურეკია ვიღაცას, ეტყობა შრომის ინსპექტორები სანამ მივიდოდენენ, ადმინისტრაცია მუშებს გაესაუბრა და მათზე გარკვეული სახის ზეწოლა მოახდინეს. მაღაროელები აცხადებენ, რომ ჩვენ თანახმა ვართ, მოგვწონს კმაყოფილი ვართ. სინამდვილეში კი ასე არაა. ვერავის ნომერს მოგცემთ, კონტაქტზე არავინ გამოდის და შესაბამისად, არც მოგიყვებიან რა ხდება "ბაზალტების“ უბანზე“-განაცახდა "აიპრესთან“ პროფკავშირების წარმომადგენლემა პაატა სამხარაძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...