ჭიათურის მერმა და მაჟორიტარმა დეპუტატმა ინფრასტრუქტურული პროექტები დაათვალიერეს

ჭიათურის მერმა გივი მოდებაძემ და მაჟორიტარმა დეპუტატმა სულხან მახათაძემ ინფრასტრუქტურული პროექტები დაათვალიერეს. ჭიათურის მერმა და დეპუტატმა თხელიძის ქუჩაზე საცხოვრებელი კორპუსების ფასადების სარეაბილიტაციო სამუშაოები, ასევე ბარათაშვილისა და გოგებაშვილის ქუჩაზე მდებარე სკვერის სამშენებლო სამუშაოები დაათვალიერეს. ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა მშენებელი კომპანიის ხელმძღვანელისგან ინფორმაცია მიიღეს პროექტით გათვალისწინებული სამუშაოების შესახებ.

თხელიძის ქუჩაზე N 43-45 კორპუსის ფასადების სრული აღდგენა მიმდინარეობს. პროექტის ღირებულება 184 909 ლარია. სამუშაოებს შპს ,,რებილდი“ ასრულებს.

გოგებაშვილის ქუჩაზე სკვერის მოწყობა დასასრულს უახლოვდება. ადგილზე მოწყო ფეხით მოსიარულეთა ბილიკი, შემოისაზღვრა მწვანე სივრცე და დამონტაჟდა ახალი სანათები. სამუშაოებს მშენებელი 21-ე ასრულებს. პროექტის ღირებულება კი 54 153 ლარია.

ნაგუთის დასახლებაში ბარათაშვილის ქუჩაზე (ყოფილი საბაგიროს სადგურის მიმდებარე ტერიტორია) ახალი სკვერის მოწყობა მიმდინარეობს. ადგილზე, სადაც მოუწესრიგებელი სივრცე იყო მალე ახალი სკვერი იქნება. სამშენებლო სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული შპს “გოლდ ენდ ბრო“ ასრულებს.

ამის შესახებ ინფორმაციას ჭიათურის მერია ავრცელებს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...