ჭიათურელი მაღაროელები ტყიბულელ მეშახტეებს სოლიდარობას უცხადებენ

ტყიბულში მიმდინარე საპროტესტო აქციას ჭიათურიდან მაღაროელებიც შეუერთდნენ. მათი თქმით აუცილებელია დასაქმებულების უფლებების დასაცავად საზოგადოება ერთად დადგეს, რადგან მხოლოდ ამის შემდეგ დადგება რეალური შედეგი.

საპროტესტო აქცია ტყიბულში დილით განახლდა. მერიის შენობასთან მაღაროებელი და მათი ოჯახის წევრები კუთვნილი ხელფასის, ასევე მინდელისა და ძიძიგურის შახტის სრული დატვირთვით ამუშავებას მოითხოვენ. მეშახტეების ნაწილი კი უკვე მე-2 დღეა შახტაში იმყოფება და მოთხოვნების დაკმაყოფილებამდე ამოსვლას არ აპირებს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად