ჭიათურაში ჭავჭავაძის ქუჩაზე, თეატრის მიმდებარე ტერიტორიაზე, გრაფიტით მოხატული კედელი გაიხსნა

ჭიათურაში გრაფიტის ფესტივალის დასკვნითი ღონისძიება გაიმართა–საზეიმოდ გაიხსნა ჭავჭავაძის ქუჩაზე, თეატრის მიმდებარე ტერიტორიაზე, გრაფიტით მოხატული კედელი.

ღონისძიებას ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერი გივი მოდებაძე მოადგილეებთან და სამსახურების უფროსებთან ერთად ესწრებოდა.

კედლის მოსახატად შერჩეული ესკიზები თეატრისა და მაღაროს თემატიკას ასახავს. ესკიზების შერჩევაში მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობასთან ერთად, მერის მრჩეველთა საბჭოს წევრები, ადგილობრივი მხატვრები, ,,ჯორჯიან მანგანეზის“ წარმომადგენლები და საზოგადოების ნაწილი მონაწილეობდა.

“მადლობა ყველას ვინც ამ საინტერესო იდეის განხორციელებაში მონაწილეობა მიიღო. ქალაქის ერთ-ერთი მთავარი ქუჩა, სადაც ჩვენი სიამაყე 130 წლის თეატრი მდებარეობს, კიდევ უფრო გალამაზდა და ახალი ფერები შეიძინა. მინდა დავაანონსო, რომ გტაფიტით მოხატული კედელს ღამით გავანათებთ და მთელ ქუჩაზე სარეაბილიტაციო სამუშაოებს ჩავატარებთ. ჩვენი მიზანია, რომ ჭიათურა გახდეს ევროპული ქალაქი”- აღნიშნა ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერმა გივი მოდებაძემ.

ესკიზები შექმნეს და გრაფიტით კედელი მოხატეს ახალგაზრდა მხატვრებმა ილია ძაძამიამ, გენო თუშიშვილმა, ლუკა ჩხატარაშვილმა და მამუკა აბრამიძემ.
გრაფიტის ფესტივალი ჭიათურაში მუნიციპალიტეტის მერიის ინიციატივით და კომპანია,,ჯორჯიან მანგანეზის“ მხარდაჭერით გაიმართა.
ამის შესახებ ინფორმაციას ჭიათურის მერია ავრცელებს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად