ჭიათურაში, სოფელ სვერის № 43 საარჩევნო უბანზე ინციდენტი მოხდა

როგორც დამოუკიდებელი კანდიდატის დავით ჭუმბურიძის შტაბში აცხადებენ, მათ უბანზე კამერის დამონტაჟება ცადეს, რისი საშუალებაც უბნის თავმჯდომარემ არ მისცა.

მოგვიანებით კი კამერა და შტატივი დააზიანეს. “კამერას ვამონტაჟებდით, მაგრამ უფლება არ მოგვცეს. თავმჯდომარემ გაგვიყვანა გარეთ სასაუბროდ, როდესაც დავბრუნდით კამერა და შტატივი დაზიანებული დაგვხდა, ჩვენი ინფორმაციით, თავმჯდომარის მოადგილემ დააზიანა”-განაცხადეს შტაბში. ინციდენტის დეტალებს ამ დროისთვის არკვევენ საარჩევნო ოლქში.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...